არომატული და ორმაგად სასარგებლო-მოამზადეთ ჟოლოს ჯემი ბანანით

2743

ტკბილი და სურნელოვანი ჟოლოს ჯემი საუკეთესო გამოსავალია ცივ ზამთარში, რადგან იგი ყველაფერს უხდება. მისგან შეგიძლიათ ცხელი სასმელი ან ნამცხვარი მოამზადოთ, ან უბრალოდ ბლინებთან ერთად მიირთვათ.

ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ მოამზადოთ ჟოლოს ჯემი განსხვავებული გემოთი, ამისათვის თქვენ მას მხოლოდ ბანანი უნდა დაუმატოთ. ეს ორი ერთად შესანიშნავი კომბინაციაა და ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მას მოამზადებთ!

ჟოლო ძალიან მალფუჭებადი კენკრაა, ამიტომ, მისგან ჯემის მომზადებისას უმჯობესია გამოიყენოთ პიტნა, ლიმონის წვენი და რეჰანი. მასში შეგიძლიათ დაამატოთ ვაშლი, მსხალი, მოცვი ან ბანანი. მარწყვსა და მოცხარს ჟოლო კარგად ეთავსება. ეს ორი კენკრა ჟოლოს არომატს უკარგავს.

ჟოლოს ჯემი ბანანით ინახება დიდი ხნის განმავლობაში. მისი მომზადება გაყინული კენკრითაცაა შესაძლებელი და მისი სარგებელიც ორმაგად იზრდება. ბანანი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, C ვიტამინს, რკინას, E ვიტამინს და რაღა თქმა უნდა სერატონინს-ბედნიერების ჰორმონს. ამიტომ, ასეთი გემრიელობა აუცილებლად უნდა მოამზადოთ!

ინგრედიენტები

  • 1 კგ ახალი მალინა
  • 250 გრ ბანანი (კანის გარეშე)
  • 800 გრ შაქარი
  • 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა ან 1 ლიმონის წვენი

თუ ჯემის მომზადებას გაყინული ჟოლოთი აპირებთ, გაალღვეთ იგი ოთახის ტემპერატურაზე და სანამ მოამზადებთ, გადაწურეთ მისი წვენი. თუ ჟოლომ დუღილის შემდეგ არომატი დაკარგა, დაუმატეთ მას ვანილი და 30 მლ კონიაკი (1 კგ ჟოლოზე).

მომზადების წესი

1. ჩაყარეთ ჟოლო სქელ ქვაბში. გააკეთეთ მისგან პიურე კარტოფილის საჭყლეტით ან ბლენდერით.

2. ბანანი დაჭერით წვრილად (ნახევარ რგოლებად ან ოთხ ნაწილად) და დაუმატეთ ჟოლოს.

3. კენკრის პიურეს მოაყარეთ შაქარი და ლიმონის მჟავა. კარგად აურიეთ და დატოვეთ ქვაბში დაბალ ცეცხლზე. ხშირად მოურიეთ, რათა არ მიიკროს.

4. მოდუღების შემდეგ ჯემი 10-20 წუთით კიდე ადუღეთ. მის ზედაპირზე არსებული ქაფი კი მოაშორეთ. იმისათვის, რომ ჯემი უფრო სქელი გამოვიდეს, ადუღეთ დამატებით 30-40 წუთი, ან დაუმატეთ პექტინი (12 გრ 1 კგ-ზე).

5. ჩაასხით ჯემი მშრალ,სტერილიზებულ ქილებში და თავსახური კარგად დაუმაგრეთ. ჯემით სავსე ქილები დადეთ თავდაყირა და შეახვიეთ ბეწვის ქურთუკით ან თბილი საბანით. შეინახეთ გრილ ოთახში.

გემრიელად მიირთვით!