ყველა წესი იდეალური ხაჭოს კვერის მოსამზადებლად

1302
Russian syrniki or sirniki, homemade cottage cheese fritters or pancakes. breakfast with curd pankakes and coffee.

ეს არის როგორც მანის ფაფა – ან იცი მისი მომზადება მაის დაჯირჯვლის გარეშე ან არა. ზემოთქმულს ძალიან გავს ხაჭოს კვერის – ან ისინი გამოგდით იდეალურები, ან არსებობს შეკითხვები. შეიძლება დიასახლისი ამ დესერტს წლობით აცხობდეს, მაგრამ ეპარებოდეს ძალიან უმნიშვნელო შეცდომა, ამიტომაც მისი ხაჭოს კვერი ვერ აკმაყოფილებს ოქროს სტანდარტებს.

ხაჭოს კვერის მომზადებას მართლაც, რომ ძალიან დიდი დაკვირვება და რაც მთავარია უმნიშვნელო წვრილმანების გათავლისწინება უნდა. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ამ დესერტის მომზადების სწორ ნაბიჯებს იმისათვის, რომ აღარ დაუშვათ ჩვეული შეცდომები, ხოლო სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ უგემრიელეს რეცეპტს. თუ თქვენ ყველა წვრილმანს გაითვალისწინებთ, მაშინ თქვენი ხაჭოს კვერი გამოვა მართლაც იდეალური. თითებს ჩიკვნეტთ! გადახედეთ ამ საინტერესო ტექნიკას.

 

როგორ მოვამზადოთ ხაჭოს კვერები

თუნდაც თქვენ არ ხართ გამოცდილი კულინარი, კვერების მომზადება მაინც გაგიადვილდებათ. დამიჯერეთ, მე ვიცი ეს შეგრძნება, როცა რაღაცას აკეთებ არ გამოგდის და მას შემდეგ იგივე კერძის მომზადებას არასოდეს ცდი. შედეგად უახლოესი მაღაზიიდან ამოგაქ მაკარინი და სოსისი, რადგან იცი მათი გემო. საკმარისია! წაიკითხეთ ეს რეცეპტი და შეუდექით მზადებას. თავდაპირველად განვიხილოთ შეცდომები.

1.შეცდომა ნომერი ერთი: ხაჭო

ხაჭო – ბაზაა თქვენს მიერ მომზადებული კვერებისთვის. ამიტომაც აირჩიეთ საუკეთესო, მასზე ეკონომია ნამდვილად არ ღირს. ცხიმიანობა 7%-18%, ერთგვაროვანი სტრუქტურა, აუცილებლად ახალი. ხაჭოს გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ის არ არის მჟავე და მშრალი.

სიმშრალე შგიძლიათ გააბათილოთ არაჟნით, კეფირით და რძით, ხოლო სიმჟავე – შაქრით. თუ ხაჭო ზედმეტად სველია, მაშინ ის აუცილებლად გაწურეთ მარლის ან თუშფალანგის საშუალებით.

დაიმახსოვრეთ ზედმეტი სითხე კვერებს გახდის “რეზინისებურს”, ზედმეტი სიტკბოც არ არის კარგი. სწორი და ფაფუკი ხაჭოს მასის მისაღებად ის აუცილებლად გახეხეთ. კვერების სიწვიანე დამოკიდებულია მასის კონსესტენციაზე. მასის შესაკვრელად შეგიძლიათ დაუმატოთ ფქვილი და მანი. თუ არცერთი მათგანი არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ სახამებელი. ეცადეთ არ გადააჭარბოთ რაოდენობას, რადგან ამ შემთხვევაში კვერები გამგივათ ძალიან უხეში.

2.შეცდომა ნომერი ორი:ფორმა, ზომა და დამატებითი ინგრედიენტები

კვერების შეფასება ძალიან ბევრნაირად შეიძლება, მაგალითად თუ ხართ სტუმრად და დააგემოვნეთ თქვენთვის ძალიან უჩეულო და არასასიამოვნო კერძი, მაშინვე ცდილობთ როგორმე გადაყლაპოთ და არ შეიმჩნიოთ. ასევე არსებობს მეორე ვარიანტი, რომლის შემთხვევაშიც ცდილობთ თავ იშეიკავოთ და მთლიანად არ სტაცოთ თეფშს ხელი.

ხშირ შემთხვევაში კვერები არის ძალიან ტკბილი, რადგან მას უმატებენ ხმელ გარგარს და ქიშმიშს. პროპორცების გათვლა ძალიან მნიშვნელოვანია ის აუცილებლად აისახება პრდუქტის საბოლოო სახეზე.

ქიშმიში, მაგალითად, აუცილებლად უნდა იყოს რბილი, ხმელი გარგარიც მსგავსად ქიშმიშისა რბილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირებათ კბილის ჩხირები. ხშირად კვერები შეიძლება მოგეჩვენოთ ძალიან შებრაწულები ან პირიიქით. ეს ყველაფერი ზომაზე და ფორმაზეა დამოკიდებული. თქვენი ორიენტირი – ჩვეულებრივი სუფრის კოვზია. იღებთ ცოტა მასას, ქმნით ბურთულებს, ამ პროცესისას თავს გრძნობთ ყოვლისშემძლედ. კვერები არ უნდა იყოს არც სელი და არც თხელი, რადგან ამ შმეთხვევაში ისინი დაკარგავენ წვნიანობას ან გახდებიან ბლანტები.

3.შეცდომა ნომერი სამი:ტაფა და ზეთი

კვერების კონსესტენციის მიხედვით მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მადისაღმძვრელი ხრაშუნა ზედაპირი: სიხრაშუნესთან ერთად სწორად მომზადებული კვერი აუცილებლად უნდა დნებოდეს პირში. ასეთი ტექსტურის მიღება მარტივია თუ თქვენ გამოიყენებთ უწვავი ზედაპირის და სქელი ძირის მქონე ტაფას. თუ ასეთი არ გაქვთ, მაშინ მომზადეთ ისეთით, როგორც გაქვთ. მტავარი წესი – ტაფა აუცილებლად კარგად უნდა გაცხელდეს.

კვერებისთვის ყველაზე კარგია – მცენარეული ზეთი. სასურველია იყოს სუფთა დანამატების გარეშე. კარაქი არ გამოგადგებათ, რადგან კვერები ტაფაზე მიეკრობა და დაიშლება, ცხოველური ცხიმი ამ კერძს ნამდვილად არ უხდება. მათი შეწვისას ტაფას დააფარეთ თავზე, რათა კვერები კარგად გამოიწვას და რაც მთავარია კვერებს არ უყვართ მაღალი ცეცხლი. ახლა, როდესაც ყველა საიდუმლო თქვენთვის ცნობილია, შეუდექით მათ მზადებას და შეამოწმეთ შედეგი.

ინგრედიენტები

  • 200გ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურრული
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • შაქარი, ვანილი, მარილი, ქიშმიში გემოვნებით
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.შესაბამის ჯამში მოათავსეთ ყველა ინგერდიენტი ზეთის გარდა, გააჩერეთ 30 წუთი, რათა მანანის ბურღულმა და ფქვილმა კარგად შეიწოვონ ინგრედიენტები.

2.გამოიყენეთ სუფრის კოვზი კვერების ფორმირებისთვის, ასევე შეგიძლიათ ცომს მისცეთ ძეხვის ფორმა და უბრალოდ დაჭრათ ერთი ზომის ნაჭრებად.

3.გაახურეთ ტაფა, აუცილებლად დაამუშავეთ მცენარეული ზეთით, შემდეგ კვერები ამოავლეთ ფქვილში და ორივე მხრიდან შეწვით.

4.როდესაც კვერები სასიამოვნო ყავისფერს მიიღებენ, შეგიძლიათ გადმოიტანოთ ტაფიდან და გაიტანოთ სუფრაზე. მზად არის!

სცადეთ და შეწვით კვერები ტაფაზე, აუცილებლად დააგემოვნებინეთ მეგობრებს. თუ რაიმე გეგმის მიხედვით არ წავიდა არ ინერვიულოთ, მტავარია თქვენი მომზადებული კერძი თქვენ მოგეწონოთ, ხოლო სხვები ამ შეცდომას ვერც კი აღმოაჩენენ. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!