ამ მარინადის წყალობით მთლიანად შემწვარი ქათამიც კი წარმოუდგენლად ნაზი გამოდის

2008

მთლიანად შემწვარმა ქათამმა მოლოდინი რომ გაამართლოს, ამისათვის სამი რამაა საჭირო: ხარისხიანი ხორცი, კარგი მარინადი და საჭირო ტემპერატურა. თუ ამ წესებს დაიცავთ, უნაზეს და წვნიან კერძს მიიღებთ.

სიამოვნებით გთავაზობთ ქათმის ლუდის მარინადში მომზადების რეცეპტს. ამგვარად შემწვარი ხორცი საოცრად არომატულია. მომზადებამდე ქათამს მოაცილეთ შიგნეულობა და საგულდაგულოდ გაასუფთავეთ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათამი
  • 1 ც ხახვი
  • 2 ჭიქა ლუდი
  • 5 კბ ნიორი
  • 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 4 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ და გამოშიგნეთ ქათამი. მოათავსეთ საჭრელ დაფაზე გულმკერდის მხრიდან, ჩაჭერით ზემოდან და გააბრტყელეთ ხელით.
  2. მოამზადეთ მარინადი. დაჭერით წვრილად ხახვი და ნიორი. ღრმა თასში შეურიეთ ლუდი, დიჟონის მდოგვი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. დაასხით მარინადი ქათამს და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
  3. გამოიღეთ ქათამი მაცივრიდან შეწვამდე 30 წუთით ადრე. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, მოასხით ნახევარი მარინადი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
  4. 30 წუთში მოათავსეთ საცხობ ფორმაზე მარინადის ხახვი, დაჭრილი ქამა სოკო. მომზადებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე დაუმატეთ პომიდორი ჩერიც.

მიირთვით კერძი შემწვარ კარტოფილთან ან მსუბუქ ბოსტნეულის სალათთან. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!