ფაფუკი და გემრიელი ტორტი “თაფლიანი” კარაქის გარეშე

1293

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • თხევადი თაფლი – 2-3 სუფრის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ფქვილი 3 ჭიქა

კრემისთვის

  • არაჟანი (უმჯობესია ცხიმიანი) – 0,5ლ
  • შაქარი 1 ჭიქა

მომზადება

  1. კვერცხს დაუმატეთ შაქაი და თფლი.
  2. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, დაელოდეთ შაქრის გალღობას, არ შეასქელოთ მასა.
  3. დაუმატეთ სოდა და ინტენსიურად ურიეთ. მოაყარეთ ფქვილი.
  4. მთავარია ფქვილის რაოდენობა არ გადააჭარბოთ.
  5. ცომი გაყავით ნაწილებად და გააბრტყელეთ 5-10 კორჟი. მოაყარეთ ფქვილი და დაჭხვლიტეთ ჩანგლით.
  6. გამოაცხეთ 220 გრადუსზე 5-7 წუთი.
  7. მზა კორჟები მოათავსეთ თეფშზე და მიეცით ტორტის ფორმა.
  8. კრემის გარეშე კორჟები ერთმანეთზე არ დაალაგოთ.
  9. კრემისათვის ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი.
  10. ააწყვეთ ტორტი, ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილ ფირფიტა და შოკოლადის ნაფხვენები.
  11. მოათავსეთ მაცივარში 12 საათი.

გემრიელად მიირთვით!