ამოლესილი წითელი ლობიო ქოთანში – ყველაზე გემრიელი ქართული კერძი!

4444

საქართველოში ლობიოს მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს. ქოთანში მომზადებულ ლობიოს განსაკუთრებული გემო აქვს. ლობიო სუფრაზე აუცილებლად მწნილებთან ერთად მიაქვთ.

ინგრედიენტები: 

  • 3 თავი ხახვი
  • 700 გ ხმელი, წითელი ლობიო
  • 2 კონა ახალი ქინძი
  • 1 ქონა ქონდარი
  • 1 კონა პიტნა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 პატარა კონა ნიახური
  • 4 კბილი ნიორი
  • 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • ზეთი – მოსაშუშად
  • მარილი
  • წიწაკა
  • ძმარი ან ტყემლის წვენი

მომზადების წესი:

  1. ლობიოს დავასხათ ცხელი წყალი და წამოვადუღოთ, შემდეგ წყალი გადავასხათ, ლობიო ქოთანში ჩავყაროთ, დავასხათ წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ქოთანი აუცილებლად დავდგათ გამანაწილებელზე, რომ არ გასკდეს.
  2. 15-20 წუთი დუღილის შემდეგ ლობიოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ერთი თავი ხახვი და დაფნის ფოთოლი. თუ წყალი დაშრა, დავასხათ მდუღარე. დანარჩენი ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ.
  3. ლობიო რომ მოიხარშება, მსუბუქად ამოვზილოთ, ისე, რომ ერთგვაროვან პიურედ არ გადაიქცეს, დავუმატოთ სანელებლები, დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მოშუშული ხახვი და ტყემლის წვენი, როცა წამოდუღდება, კერძი მზადაა. ცოტაოდენი მწვანილი შევინახოთ, რათა სუფრაზე მიტანის წინ  მოვაყაროთ მზა კერძს.

გემრიელად მიირთვით!