ცხელი რძიანი პეროგის მარტივი რეცეპტი

1402

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელი, ცხელი რძიანი პეროგის რეცეპტს. ძალიან მარტივად მზადდება და ოჯახის წევრებს ნამდვილად მოეწონებათ.

ინგრედიენტები:

(საცხობი ფორმა 30*22 სმ ან მრგვალი 27-28 სმ)

  • 350 გრ ფქვილი
  • 240 მლ რძე
  • 4 დიდი კვერცხი
  • 300 გრ შაქარი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 2/3 ჩ/კ მარილი
  • 70 გრ კარაქი

მომზადების წესი:

1. კვერცხი შაქართან ერთად 10 წუთით ათქვიფეთ ან მოცულობის 3-4-ჯერ გაზრდამდე. ფქვილი გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ. რძე კარაქთან და ვანილის შაქართან ერთად ადუღებამდე მიიყვანეთ, ოღონდ არ აადუღოთ. ათქვეფილ კვერცხს ½ მშრალი მასა დაუმატეთ, მიქსერით დაბალ სიჩქარეზე აურიეთ.

2. ცხელი რძის და კარაქის ნარევის ნახევარი, შემდეგ მშრალი ინგრედიენტები და დარჩენილი რძის ნარევი დაუმატეთ. მიქსერით მინიმალურ სიჩქარეზე აურიეთ. ცომი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

3. პეროგი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ.

4. პეროგის მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ. ცოტა ხნით გაგრილება აცადეთ, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

5. პეროგი არ იფშვნება, არომატული, სველია და დიდხანს ახალი რჩება, მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია.