აი, როგორ შეგიძლიათ ივახშმოთ ისე, რომ ფიგურა არ დააზარალოთ: დაბალკალორიული და ნოყიერი მობრაწულა

2024

მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს, ყველაზე რთულია უარი თქვან მაღალკალორიულ და საზიანო გემრიელობებზე. ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ დაბალკალორიული საჭმელი შეიძლება იყოს არამხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიც.

ფერადი კომბოსტოსა და ბროკოლის მობრაწულა კეფირით – სწორედ ამის მაგალითია. ამ კერძის ერთხელ დაგემოვნების შემდეგ სუპერმარკეტებში ბოსტნეულის განყოფილებას გვერდს ვერ აუვლით. მოამზადეთ მობრაწულა და დაიკელით წონაში სიამოვნებით!

ინგრედიენტები

  • 500 გრ ბროკოლი
  • 500 გრ ფერადი კომბოსტო
  • 200 მლ კეფირი
  • 50 გრ მაგარი ყველი
  • 2 კვერცხის გული
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. აადუღეთ წყალი, დაამატეთ ცოტაოდენი მარილი, ჩაყარეთ კომბოსტო 1 წუთით.

2. შემდეგ ჩაყარეთ ბროკოლი და კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

3. ათქვიფეთ კეფირი, კვერცხის გული, დაუმატეთ მარილი და პილპილი.

4. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოათავსეთ კომბოსტო და ბროკოლი, მოასხით კეფირის მასა.

5. გახეხეთ ყველი და მოაყარეთ ბოსტნეულს.

6. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

კერძი მაქსიმალურად დაბალკალორიული რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ 1%-იანი კეფირი. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!