აი რა მოხდება, თუ ლიმონს ჯვარედინულად გაჭრით და მარილს ჩააყრით

2818

ევროპული და არაბული ცივილიზაციის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილმა მაროკომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო აჩუქა. მაროკოს სამზარეულო ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს: ხორცი, თევზი, ვეგეტარიანული კერძები, ჩაი, სუნელების უსასრულო კალეიდოსკოპი, სოუსები და მარინადები. გასაკვირიც არ არის, რომ სწორედ ამ რეგიონში მოიგონეს ლიმონის დამარინადება და შემდეგ კერძებისთვის პიკანტურ დამატებად გამოყენება.

მარილიან ლიმონს ვერსად იყიდი, მხოლოდ თავად თუ მოამზადებ. აირჩიეთ მხოლოდ ლამაზი, სქელკანიანი და პარაფინით დაუმუშავებელი ნაყოფები.

ინგრედიენტები

  • 4 ც ლიმონი
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • 5 ს.კ. ზღვის მარილი
  • 1 ს.კ. ქონდარი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ს.კ. მიხაკი
  • 1 ს.კ. შავი პილპილის კაკლები

მომზადება

1. გარეცხეთ და გაამშრალეთ ლიმონები, ჩაჭერით ჯვარედინულად (ბოლომდე არა).

2. დატენეთ მარილით, ნაწილი მოათავსეთ სტერილიზებულ ქილაში, მოაყარეთ მარილი, სუნელები, დაფნის ფოთოლი. შემდეგ კვლავ  ლიმონები მოათავსეთ და გაიმეორეთ იგივე პროცედურა სანამ ქილა არ გაივსება.

3. მოხუფეთ ჰერმეტულად და დადგით ბნელ ადგილას 1 თვით. პერიოდულად შეანჯღრიეთ და გადააბრუნეთ ქილა.

4. კერძში დამატებამდე, გარეცხეთ ლიმონი და გაამშრალეთ.

გამოიყენეთ ლიმონის მარინადი როგორც მოგესურვებათ. შეგიძლიათ უბრალოდ ხემსის სახით მიირთვათ ტეკილასთან, მაროკოელების მსგავსად. დაამატეთ სოუსებში, სალათებში, მარინადებში, წვნიანებში, ხორცის კერძებში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.