კულიჩების ცომისთვის საუკეთესო რეცეპტს ეძებთ? -ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ

897

მე უკვე დავიწყე სააღდგომოდ მზადება და ვიმარაგებ სასარგებლო რეცეპტებს. ამ დღესასწაულისთის აუცილებელია კულიჩის მომზადება. მთავარია ცომი მოვამზადოთ კარგად, რადგან ეს ამ ტკბილეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აუცილებლად წაიკითხეთ სტატია და მიყევით ინსტრუქციებს.

გემრიელი სააღდგომო კულიჩი

ვენური ცომის მოზმადება რთული არ არის, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ დროს.

ინგრედიენტები

  • 250მლ რძე
  • 400გ შაქარი
  • 150გ კარაქი
  • 30გ საფუარი
  • 3 კვერცხი
  • 750გ ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 10გ ვანილი
  • 100გ ქიშმიში
  • 50გ ცუკატი
  • 2 სუფრის კოვზი რომი
  • 1 ჩაის კოვზი ჟელატინი
  • 1 ლიმონი
  • საკონდიტრო დეკორი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი და 250გ შაქარი. გაალღვეთ კარაქი და დაუმატეთ კვერცხის მასა. კარაქი უნდა იყოს 80% ცხიმიანობის. მოურიეთ და მასა გახადეთ ერთგვაროვანი.

2.გააცხელეთ რძე და ჩაასხით ცალკე ჯამში. რძეში გახსენით 30გ საფუარი. მოურიეთ, რათა გაიხსნას საფუარი.

3.რძის მასა ჩაასხით კვერცხის მასაში და ათქვიფეთ. დააფარეთ ხელსახოცი და დაასვენეთ 6-8 საათი.

4.გულსართი მოამზადეთ წინასწარ: ქიშმიში და ცუკატები რომში დაალბეთ 8 საათი.

5.გულსართი გადაიტანეთ ხელსახოცზე და გაშრობის შემდეგ მოაყარეთ ფქვილი.

6.გაცერით 750გ ფქვილი და ნელ-ნელა დაუმატეთ ცომის მასას. მოაყარეთ ქიშმიში, ცუკატები, ვანილი და მარილი.

7.მოურიეთ კოვზით, მოზილეთ ელასტიური ცომი. შეგიძლიათ დაუმატოთ ფორთოხალი და დაამუშავეთ ცხიმიან ზედაპირზე.

8.ცომი გაყავით 4 ნაწილად, თითოეული ნაწილი ცალკე დაამუშავეთ 5-5 წუთი.

9.გადაანაწილეთ ფორმებში, თბილ ადგილას დატოვეთ 2 საათი. ცომი უნდა ამოფუვდეს.

10.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი. გამომცხვარი კულიჩები მოათავსეთ დაწვენილად და დააფარეთ ხელსახოცი.

11.ამასობაში მოვამზადოთ მინანქარი. 1 ჩაის კოვზ ჟელატინს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თბილი წყალი.

12.ქვაბში მოათავსეთ 150გ შაქარი და 4 სუფრის კოვზი წყალი. სიროპი დადგით დაბალ ცეცხლზე. შაქრის გალღობის შემდეგ დაუმატეთ ჟელატინი და ნახევარი ლიმონის წვენი. ათქვიფეთ მიქსერით.

13.გააფორმეთ კულიჩები მინანქრით და საკონდიტრო დეკორებით.

გემრიელად მიირთვით!