ხორცის ცხელი კერძი ოჯახური თბილი საღამოსთვის

2515

მალე მარხვა დასრულდება და მორწმუნეებს შეუძლიათ თავი გემრიელი ხორცის კერძით ასიამოვნონ. ამიტომ სადღესასწაულო სუფრის მენიუს საგულდაგულო შედგენა სჭირდება. დღეს ჩვენ ხორცის მობრაწულას რეცეპტს გთავაზობთ.

ღორის ხორცი და სოკო ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეხამება გახლავთ. და თუ მას მდოგვისა და ნაღების სოუსს დაუმატებთ, მდიდარი გემოს მქონე ორიგინალურ კერძს მიიღებთ. ნაღები ცხიმიანი უნდა შეარჩიოთ, არანაკლებ 30%.

 ინგრედიენტები

  • 750 გრ ღორის ხორცი
  • 250 გრ ქამა სოკო
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. თეთრი პილპილი
  • 100 მლ ნაღები
  • 1 ს.კ.ესტარგონი
  • 250 მლ წყალი
  • 30 გრ კარაქი
  • 2 ჩ.კ. მდოგვი

მომზადება

1. მოაცილეთ ფილეს ცხიმი, დაჭერით 4 ნაწილად. შეურიეთ ფქვილი და სუნელები, ამოავლეთ ხორცი.

2. შეწვით ხორცი მაღალ ცეცხლზე 1-2 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და კიდევ 15 წუთის განმავლობაში მოამზადეთ.

3. შეწვით სოკო, დაამატეთ ნაღები, მდოგვი და წყალი.  ბოლოს დაუმატეთ მარილი, პილპილი  და კარგად მოურიეთ.

მზა კერძი დაასხით ცხელ თეფშებზე: ჯერ სოუსი, მერე ხორცი. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ საყვარელ გარნირთან. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!