ვაფლისგან მომზადებული ტორტი ცხობის გარეშე – მარტივად მოსამზადებელი შედევრი

1198

ტორტი ვაფლით და ორცხობილით, გამოდის საოცრად ხრაშუნა და გმრიელი. მისი მომზადება ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 0,5კგ
  • ვაფლის მზა კორჟები 1 შეკვრა
  • შედედებული რძე 1 ქილა
  • კარაქი 200გ
  • არაჟანი 500გ
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი

მინანქრისთვის

  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • რძე 3 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. მოვამზადოთ კრემი შედედებული რძით და კარაქით: შედედებული რძე და ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად ათქვიფეთ.
  2. მოვამზადოთ არაჟნის კრემი: არაჟანს დაუმატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
  3. ავაწყოთ ტორტი.
  4. პირველი ფენა – ვაფლი – წაუსვით შედედებული რძის კრემი. მეორე ფენა ორცხობილა და წაუსვით არაჟნის კრემი. ამ მეთოდით ააწყვეთ ტორტი, ბოლო ფენად გამოიყენეთ ვაფლი.
  5. მოვამზადოთ მინანქარი: ქვაბში მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი რძე, 3 სუფრის კოვზი კაკაო და მოხარშეთ შესქელებამდე. გააგრილეთ და დაუმატეთ 50გ კარაქი.
  6. მოასხით დესერტს მინანქარი.
  7. მინანქის ნაცვლად შეგიძლიათ ტორტს მოასხათ კრემი.
  8. გააფორმეთ ტორტი გახეხილი შოკოლადით, თხილით, ნიგოზით, ტკბილეულით, ათქვეფილი ნაღებით, ხილით.

გემრიელად მიირთვით!