ორიგინალური ორფერა კექსი

1955

თუ ტკბილეული მოგინდათ, მაგრამ დრო საერთოდ არ გაქვთ, მაშინ ტქვენ აუცილებლად გამოგადგებათ ამ კექსის რეცეპტი. მის მომზადებას არ სჭირდება დრო და ძალისხმევა.

ვანილი, შოკოლადი და ნიგოზი გაერთიანებულია ერთ კექსში. რა შეიძლება იყოს უკეთესი? კექსი გამოდის ძალიან რბილი და ჰაეროვანი. ეს ერთ-ერთი უმარტივესი დესერტის რეცეპტია.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 100გ
  • რძე 200მლ
  • მზესუმზირის ზეთი 90მლ
  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • ვანილი 10გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კაკაო 70გ
  • ნიგოზი 50გ
  • შოკოლადის მარცვალი 50გ

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთკვერცხი მარილი და შაქარი. ჩაასხით რძე, ზეთი და კარგად მოურიეთ.

2.დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ისევ კარგად მოურიეთ.

3.ცომი გაყავით ორად და ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო.

4.გამოსაცხობის ფორმის ცენტრში 26სმ დიამეტრის მქონე ჭიქა მოათავსეთ.

5.ერთდროულად ჩაასხით ორივე ცომი ისე, რომ თანაბრად გადანაწილდეს.

6.თეთრ ცომს მოაყარეთ შოკოლადი, ხოლო შავ ცომს ნიგოზი.

7.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი, დაელოდეთ გაგრილებას და შემდეგ გადმოიტანეთ ფორმიდან.

ეფექტური კექსი ძალიან მოსწონთ ბავშვებს. გემრიელად მიირთვით!