ხორცის ბურთულები პომიდვრის სოუსში

1294

როცა საოჯახო კერძზე ვფიქრობ, პირველი ყოველთვის ხორცის ბურთულები მახსენდება პომიდვრის სოუსში. არომატული სოუსი ყველას ძალიან მოსწონს.

ასეთი ბურთულების მომზადება ძალიან მარტივია. ამ რეცეპტისთვის არ დაგვჭირდებათ მიკროტალღური ღუმელიც კი.

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში 500გ
  • წყალი 500მლ
  • ხახვი 2 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ბრიჯნი 150გ
  • პომიდვრის პასტა 150გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 1 ჩაისკოვზი
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • წიწაკების ნარევი
  • მარილი

მომზადება

1.მოხარშეთ ბრინჯი.

2.წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო გახეხეთ.

3.ღრმა ჯამში მოათავსეთ მზა ბრინჯი, ფარში, კვერცხი და დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.მიღებული ფარშისგან მოამზადეთ ბურთულები. ჩაალაგეთ ღრმა ტაფაში.

5.ცალკე ჯამში მოათავსეთ ინგერდიენტები სოუსისთვის: თბილ წყალi, პომიდვრის პასტა, დარჩენილი ხახვი, სტაფილო, შაქარი და ფქვილი.

6.პომიდვრის სოუსი მოასხით ტაფაზე გადანაწილებულ ბურთულებს. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და დააფარეთ თავსაფარი.

7.აადუღეთ სოუსი, ცხცხლს დაუწიეთ. მოამზადეთ კერძი 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!