ქათმის ღვიძლის ხემსი

713

ქათმის ღვიძლი ძალიან მსუბუქი ინგრედიენტია. მისგან უამრავი მარტივი და სწრაფი კერძის მომზადება შეიძლება.

ღვიძლის ნაჭრები თაფლის მარინადში საოცარ გემოს იძენს. დამარინადებულ ღვიძლს მე ბეკონის ნაჭრებში ვახვევ და ვაცხობ.

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი 500გ
  • ბეკონი 300გ
  • თაფლი 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი 3 კბილი
  • პაპრიკა 0,5 ჩაის კოვზი
  • სოიოს სოუსი 60მლ
  • ლიმონის წვენი 40მლ
  • მზესუმზირის ზეთი 20მლ
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.გარეცხეთ ღვიძლი, მოაშორეთ ზედმეტი ნაწილები. დაჭერით შუაზე.

2.სოიოს სოუსს დაუმატეთ ზეთი, ლიმონის წვენი, თაფლი, სანელებლები და ნიორი. თაფლი უნდა გალღვეს.

3.მიღებული მარინადი მოასხით ღვიძლს და დაელოდეთ 20 წუთი.

4.ერთ ბოლოში მოათავსეთ ღვიძლი და გადაახვიეთ ბეკონში.

5.გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!