ხელმისაწვდომი, სასარგებლო და გემრიელი მინდვრის მხალის რეცეპტი

1956

გთავაზობთ იმერეთში მინდვრის ფხალად წოდებული მცენარეული კერძის რეცეპტს, რომლის გაკეთებაც წელიწადის ამ დროს ადვილად შესაძლებელი და ხელმისაწვდომია. თან ეს ძალიან გემრიელი და სასარგებლოა.

ჭინჭარი, ნაცარქათამა, მოლოქი (ბალბა), ღვალო და სხვა მინდვრის ფოთლოვანი მცენარე შეგვიძლია გამოვიყენოთ…

ინგრედიენტები:

  • ნაკრები მხალი 1 კგ
  • ნიგოზი 200 გ
  • ქინძი 100 გ
  • ოხრახუში 50 გ
  • ნიახური 10-20 გ
  • კამა 20 გ
  • ნიორი 2 კბილი
  • ხახვი 1-2 თავი
  • მარილი და წიწაკა გენოვნებით

მომზადების წესი:

  1. ნაკრები მხალი გავრეცხოთ და მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში მოვხარშოთ.
  2. გადავიტანოთ საწურზე და გავაგრილოთ.
  3. ნახარში შევინახოთ, ხოლო მხალი ხის ჩოგანით დავკეპოთ.
  4. ახალი ქინძი, ოხრახუში, ნიახური, კამა, ახალი ნიორი თავისი მწვანე ღეროებით, მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ დანაყილ ნიგოზს.
  5. შევაზავოთ მარილით და წითელი წიწაკით.
  6. დაკეპილ მხალს ავურიოთ საკაზმი და დავამატოთ ნახარში.
  7. მხალი ცოტა თხელი უნდა იყოს, დაახლოებით არაჟნის სისქის.