ხაჭოს ცომისგან მომზადებული უგემრიელესი ხაჭაპური

961

სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ ხაჭაპური! ნამდვილი ქართული სამზარეულოს მეფე! ეს არის საოცარი ცომის და ყველის შეთავსებით მომზადებული კერძი.

დღეს ჩვენ ცოტა არატრადიციულ ხაჭაპურს მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 180გ
  • ხორბლის ფქვილი 350გ
  • ხაჭო 320გ
  • ყველი სულუგუნი 230გ
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • კამა

მომზადება

1.250გ ხაჭოს დაუმატეთ დარბილებული კარაქი, 1 კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ცომი.

2.გახეხეთ ყველი. დაუმატეთ ხაჭო, კვერცხი და კამა. კარგად მოურიეთ.

3.ცომი გაყავით 4 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული.

4.მიეცით ფოტოზე აღნიშნული ფორმა.

5.ცომში მოათავსეთ შიგთავსი. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით და გამოაცხეთ 25-30 წუთი 20 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!