ჭარხალს და მის ფოთლებს კულინარიასა და მედიცინაში ქართველები ძველთაგანვე იყენებდნენ. სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ჭარხლის რამდენიმე სახეობას ჩამოთვლის და მისგან დამზადებულ რამდენიმე კერძსაც ახსენებს. ჭარხალი ტყემალში იდეალური სამარხვო კერძია.
მოდით, ერთად მოვამზადოთ ეს ჯანსაღი და მარტივი კერძი.
ინგრედიენტები:
- ჭარხალი – 350 გ
- წითელი ტყემალი – 500 გ
- ხმელი ქინძი – 12 გ
- უცხო სუნელი – 12 გ
- შაქარი 1 მწიკვი
- მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
- წყალი – 100 მლ
მომზადების წესი:
- წითელ ტყემალს დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, მარილი, შაქარი, წყალი და მოადუღეთ.
- ადუღებულ ტყემალში ჩაამატეთ გათლილი და თხლად დაჭრილი ჭარხალი. ადუღეთ, სანამ წყალი არ აორთქლდება. გააცივეთ და მიირთვით.