შაქრის კანფეტები – ტკბილეული, რომელიც ყველას უყვარს

1667

ეს ეტკბილეული ყველას გულს მომენტალურად იპყრობს! ყველა დამეთანხმება, რომ საკონდიტო ნაწარმთა შორის ნამდვილად შედევრია. მისი მომზადება სახლის პირობებში უმარტივესია, განსაკუთრებით მიმზიდველია მისი დიზაინი, რომელიც ერთი შეხედვით ფუტკრის ფიჭას ძალიან ჰგავს.

ამ საოცარი ტკბილეიულის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ განსხვავებული ინგრედიენტები და მოწყობილობები. ბუშტისებური დიზაინის ეფექტს თქვენ სოდის დამატებითაც მიიღებთ. რაც მთავარია სოდის გემო ტკბილეულში არ შეგაწუხებთ.

საჭირო სახის კარამელის მიღება დაჭრილი ნიგვზის, ქოქოსის და შოკოლადის წვეთების დამატებით შეგიძლიათ. მისი გაფორმება ნაყინით და თეფშზე ლამაზად მოთავსებული სუფეთი შეიძლება. დღეს ჩვენ ამ საოცარ რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრდიენტები

  • შაქარი 300გ
  • თაფლი 7გ
  • სოდა 2 ჩაის კოვზი
  • კარაქი 1 სუფირს კოვზი

მომზადება

1.გამოსაცხობ ფორმას (მაღალი კიდეებით) წინასწარ წაუსვით კარაქის სქელი ფენა.

2.სქელ ჯამში მოათასვეთ თაფლი და შაქარი, ჯამი დადგით დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ და წამოადუღეთ, ადუღების სემდეგ აღარ მოურიოთ, ასეთ მდგომარეობაშ ადუღეთ 1 წუთი.

3.დაუმატეთ სოდა და კარგად ამოურიეთ. ამოფუებული მასა ჩაასხით ფორმაში და დატოვეთ 1-2 საატი გასაგრილებლად.

4.გაგრილებული კარამელი გადმოიტანეთ ფორმიდან, კოვზით ფრთხილად დაყავით ნაჭრებად.

მომზადებული ტკბილეული ჰერმეტიულად დახურულ ჯამშიშეინახეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფუჭდება. გემრიელად მიირთვით!