წვნიანი სააღდგომო პაშტეტი პოლონურად: არაჩვეულებრივია გახუხულ ტოსტთან და კარაქთან

1117

პაშტეტი უნივერსალური რამაა საუზმისთვის და ხემსებისთვის. ადრეც დაგვიწერია, თუ როგორ მოამზადოთ პაშტეტი შინაურ პირობებში, დღეს კი განსხვავებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ:გამომცხვარი პაშტეტი ორი სახეობის ხორცისგან.

ამ ხორცის ხემსს ნაკლი არ აქვს. წვნიანია, რბილი და საოცარი არომატით. მას პოლონელი დიასახლისები სააღდგომოდ ამზადებენ. შეაფასეთ ეს კულინარიული შედევრი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ღორის ხორცი
  • 500 გრ საქონლის ხორცი
  • 500 გრ ქათმის ღვიძლი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ოხრახუშის ძირი
  • 1 ც ხახვი
  • 70 გრ ნიახური
  • 2 კვერცხი
  • 5 ც შავი პილპილის კაკლები
  • 1 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 25 გრ პური
  • 2 კბ ნიორი
  •  0,5 კონა ოხრახუში
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • თეთრი პილპილი გემოვნებით
  • მუსკატის თხილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით საქონლის ხორცი საშუალო ნაჭრებად, გარეცხეთ, დაასხით 1,5 ლ წყალი, დაამატეთ დაფქული შავი პილპილი და კაკლები, დაფნის ფოთოლი, მარილი და ხარშეთ 15 წუთი.

2. დაამატეთ დაჭრილი ღორის ხორცი და კიდევ 15 წუთი ხარშეთ. დაუმატეთ დაუჭრელი ოხრახუში, ნიახურის ძირი და მოამზადეთ 30 წუთი. როცა ხორცი დარბილდება, დაუმატეთ ქათმის ღვიძლი.

3. გააცივეთ ნარევი ქვაბშივე, შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ღამით, შემდეგ ამოიღეთ ინგრედიენტები. ბულიონში ჩაალბეთ პური და დაწურეთ.

4. გაატარეთ ნარევი ორჯერ პურთან, ნიორთან, ბოსტნეულთან, სუნელებთან. ჩაახალეთ ორი კვერცხი, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, მუსკატის თხილი, თეთრი პილპილი და მარილი.

5. კარგად დაბეგვეთ მასა სანამ ერთგვარი არ გახდება.

6. წაუსვით ზეთი ორ მოგრძო საცხობ ფორმას, მოათავსეთ მასა. შედგით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 90 წუთით. დაჭერით, როცა პაშტეტი სრულად გაცივდება ფორმაში.

მზა პაშტეტი მიითვით პურთან ან შტოშის სოუსთან, ჭიქა წითელ ღვინოსთან და მსუბუქ სალათებთან. მირთმევის კიდევ ერთი ვარიანტი: წაუსვით გახუხულ ტოსტს ჯერ კარაქი, შემდეგ პაშტეტი. გემრიელად მიირთვით!