ტორტი “პრინცი რეგენტი” – უგემრიელესი კლასიკური დესერტი

1795

ადვილი არაა ნამცხვრის რვა, ძალიან თხელი ფირფიტის გამოცხობა. თუ ეს რეცეპტი მოგეწონებათ, შეგიძლიათ ჯერ ოთხი ფირფიტის მომზადებით დაიწყოთ. როდესაც გაიწაფებით, რვა გამოაცხვეთ!

ინგრედიენტები: 

ბისკვიტი 

  • 6 კვერცხი (გული და ცილა განცალკევებული)
  • 1 ½  ს.კ. ცხელი წყალი
  • 1 ჭიქა მარილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის  ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა (დაფქული)
  • 1/3 ჭიქა (90 გ) უმარილო კარაქი (გამდნარი)
  • 1 ჭიქა (150 გ ) ფქვილი
  • 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

კრემი 

  • 250 გ შავი შოკოლადი (დაჭრილი)
  • 1/2 ჭიქა (120 მლ) რძე
  • 1 ჭიქა (250 გ) უმარილო კარაქი
  • 200 გ შაქრის ფხვნილის სარკალა
  • მინანქარი
  • 150 გ შავი შოკოლადი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 6 კაკლის ლებანი (ნახევრები(12) გასაფომრებლად, სურვილისამებრ)

ულუფა: 12

მომზადება: 1 საათი + 1 საათი გასაყინად

ცხობა: 25-80 წუთი

მომზადების წესი:

1.ბისკვიტი. ღუმელი წინასწარ 180 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტისთვის ცალ-ცალკე უნდა გამოცხვეს რვა ბისკვიტი. გამოაცხვეთ ტორტის საცხობ ორ ფორმაში (26 სმ). ფორმებს ძირსა და გვერდებზე კარაქი წაუსვით.

2.კვერცხის გულები და წყალი თქვიფეთ აქაფებამდე 1-2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ შაქრის 2/3 და თქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ მარილი, ვანილი და ლიმონის ცედრა.

3.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე, უნდა ამოფუვდეს. დაამატეთ დარჩენილი შაქარი და თქვიფეთ გამკვრივებამდე.

4.კვერცხის ცილისა და გულების ნარევი ერთმანეთს შეურიეთ.

5.ფქვილი, სიმინდის სახამებელი და გამაფხვიერებელი ცალკე ჯამში გაცერით. კვერცხის ნარევს სუფრის კოვზით ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილის ნარევი და მიქსერით ათქვიფეთ.

6.მომზადებული მასის დაახლოებით 1/4 ჭიქა ტორტის საცხობ ფორმაში  ჩაასხით.

7.აცხვეთ 6-8 წუთის განმავლობაში.

8.ფორმაშივე შეაგრილეთ, შემდეგ კი ცხაურზე ფრთხილად გადააბრუნეთ. სრულად გააცივეთ. ასე გამოაცხვეთ რვავე ფენა.

9.კრემი. შოკოლადი ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ. პატარა ქვაბში ჩაასხით რძე და ადუღებამდე მიიყვანეთ. დაასხით გამდნარ შოკოლადს და ურიეთ გაცივებამდე.

10.კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ამოფუებამდე. თანდათან შეურიეთ შოკოლადის ნარევი.

11.ნამცხვრის ერთი ფირფიტა თეფშზე გადაიტანეთ, შოკოლადის გულსართი (კრემი) მოასხით და თანაბრად გაანაწილეთ. იგივე გაიმეორეთ ბოლო ბისკვიტამდე. ნამცხვარი მაცივარში გააცივეთ, მანამდე კი მინანქარი მოამზადეთ.

12.მინანქარი. შოკოლადი და კარაქი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ – ნაზი მასა უნდა მიიღოთ. თბილი მინანქარი ნამცხვარს მოასხით და თანაბრად მოასწორეთ.

13.გაგრილებული ნამცხვარი მსუბუქად მონიშნეთ თორმეტ თანაბარ ნაჭრად და თითოეული ნიგვზის ლებნის ნახევრით გააფორმეთ (სურვილისამებრ).

14.მირთმევამდე ერთი საათი მაცივარში გააცივეთ.