ცხობილა “ზარმაცი კომბოსტო”

635

კულინარიული ხელოვნება მართლაც საოცარი რამ არის, თითოეულ კერძს აქვს ალტერნატიული მომზადების ვარიანტი და მეთოდი. ეს ძალიან მაგარია თუ თქვენ გაქვთ საჭირო დრო და ინგრედიეტები. სწორედ ასეთ კერძზე მოგიმზადეთ დღეს სტატია.

ცხობილა “ზარმაცი კომბოსტო” – ნამდვილი მიგნებაა საქმის გასამარტივებლად. კერძი მზადდება მარტივად და მასში შედის მისთვის დამახასიათებელი კლასიკური ინგრედიენტები ბრინჯის გარდა. ცხობილა შეგიძლიათ გახადოთ ვეგეტარიანული თუ ხორცის ნაცვლად გამოიყენებთ სოკოს.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 1კგ
  • საქონლის ფარში 700გ
  • ხახვი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • პომიდორი 3 ცალი
  • არაჟანი 3 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • სანელებლები ხორცისთვის გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო, გახეხეთ მსხვილად.

2.ბოსტნეულს დაუმატეთ არაჟანი, ფარში, მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ.

3.წვრილად დაჭერით კომბოსტო, დაამარილეთ და დაჭყლიტეთ.

4.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, ცხობილა მოათავსეთ ფენებად: პირველ რიგში ფარში, შემდეგ კომბოსტო. უმჯობესია ბოლო ფენა კომბოსტოსგან იყოს.

5.დაჭერით პომიდორი მრგვლად და დაალაგეთ ცხობილაზე. დაამარილეთ და ზემოდან წაუსვით არაჟანი.

6.ფორმას დააფარეთ ფოლგა და გამოაცვხეთ 30-40 წუთი 200 გრადუსზე. მითითებული დროის შემდეგ, მოხადეთ ფოლგა და გამოაცხვეთ კიდევ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!