მოცვის ტირემისუ-ნაზი, არომატული და ძალიან ტკბილი

755

ტრადიციული ტირამისუთი უკვე დიდი ხანია ვერავის ვერ გააოცებთ. ზაფხული გვაძლევს იმის სიამოვნებას, რომ დავტკბეთ ახალი კენკრით. და აი ჩვენც გადავწყვიტეთ მოცვის ტირამისუს მომზადება. ის ძალიან უხდება ცხელ საზაფხულო დღეებს.

დესერტი გამოდის ნაზი, არომატული და ძალიან ტკბილი. თუ თქვენ არ გაქვთ მასკარპონე, მისი შეცვლა შეგიძლიათ ნაღების ყველისა, ცხიმიანი ხაჭოს და რძის ნაზავით.

ინგრედიენტები

  • სავოიარდის ორცხობილა 16 ცალი
  • ყველი მასკარპონე 200გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 210გ
  • მოცვი 420გ
  • ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.400გ კენკრა დააბლენდერეთ, დაუმატეთ 150გ შაქარი და ლიმონის წვენი, მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი წამოდუღების შემდეგ. გაგრილებული პიურეს ნაწილი შეინახეთ დეკორისთვის.

2.ათქვიფეთ კვერცხის გული 50გ შაქართან ერთად. დაუმატეთ მასკარპონე და ისევ კარგად ათქვიფეთ.

3.ცალკე ათქვიფეთ ცილა დარჩენილ შაქართან ერთად. შეაერთეთ გულის კრემთან და სილიკონის ნიჩბით ფრთხილად გადაურიეთ.

4.ჭიქის ფუძეზე მოათავსეთ ნახევარი ორცხობილა, ნახევარი პიურე და იმავე რაოდენობის კრემი. გაიმეორეთ ფენები იმავე თანმიმდევრობით, გადააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში 2,5 საათი.

5.მორთეთ დარჩენილი პიურით და კენკრით.

გემრიელად მიირთვით!