ცხელი ტაფა ბერძნულად: როგორ დავანაყროთ სწრაფად მთელი ოჯახი. საოცრად მადისაღმძვრელია

1628

„გასტრონომიას“ მენიუში დღეს წარმოდგენილია კერძი, რომელსაც საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქების რესტორნებში სთავაზობენ. სწრაფად მოსამზადებელი, ნოყიერი და საოცრად არომატული! ისევე როგორც მთლიანი ბერძნული სამზარეულო. ადგილობრივები მას პირდაპირ ტაფაზე მოგართმევენ, როცა ხორცი და კარტოფილი ჯერ კიდევ შიშხინებს.

ბერძენი მზარეულები სუნელებს არ იშურებენ: ბექონდარას არაჩვეულებრივი სურნელი რამდენიმე მეტრში იგძნობა. თუ თქვენთვის ეს ბევრია, დაამატეთ ნაკლები რაოდენობით. მეტი არომატისთვის მიხაკსა და შავ პილპილს მომზადების წინ ფქვავენ.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ღორის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 700 გრ კარტოფილი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 100 გრ თეთრი მშრალი ღვინო
  • 3 ს.კ. ზეითნის ზეთი
  • 2,5 ს.კ. ბეგქონდარა
  • 2 მწიკვი მიხაკი
  • 1 კონა ოხრახუში
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ და დაჭერით კუბებად კარტოფილი, მოხარშეთ სანახევროდ მარილიან წყალში, შემდეგ დაწურეთ.
  2. დაჭერით ხახვი მსხვილ კუბებად, ოდნავ მოთუშეთ ზეითუნის ზეთში. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი, შემდეგ მიხაკი, პილპილი და მარილი. დატოვეთ ცეცხლზე 5-7 წუთით.
  3. დაასხით ღვინო, დაამატეთ დაფნის ფოთლები და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.
  4. დაამატეთ კარტოფილი, ფრთხილად მოურიეთ, მოაყარეთ ბეგქონდარა და დაჭრილი მწვანილი. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი. კერძი მზადაა.

ეს კერძი ჩვენს „ოჯახურ“ ჰგავს თუმცა, განსხვავება მაინც არის. მოამზადეთ და თავად შეაფასეთ, შემდეგ გაუზიარეთ მეგობრებს.