ცუკინის ატრია (ლაფშა) ტომატით და ქუნჯუთით

963

ცუკინის ატრია – ჩვეულებრივი პასტის სასარგებლო ვეგეტარიანული ალტერნატივაა. გთავაზობთ მოამზადოთ ის ნაზ ავოკადოსთან და შავ ქუნჯუთთან. ასეთი პასტა საუკეთესო გარნირია თევზთან და ზღვის პროდუქტებთან.

ინგრედიენტები

  • 4 ც ცუკინი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი (პლიუს შესაწვავად გემოვნებით)
  • 2 ც ავოკადო
  • 4 ც პომიდორი
  • 3 ც ლაიმი
  • 3 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 4 ს.კ. შავი ქუნჯუთი
  • კამა გემოვნებით
  • დაფქული ცხარე წიწაკა გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გახეხეთ ცუკინი მსხვილი სახეხით ან სპეციალური ინსტუმენტის მეშვეობით ატრიის მისაღებად. შეწვით ზეთში დარბილებამდე.
  2. დაჭერით წვრილად პომიდორი და ავოკადოს რბილობი, დააწურეთ 2 ლაიმის წვენი. შეურიეთ ინგრედიენტები ატრიასთან, დაუმატეთ დაჭრილი კამა.
  3. შეანელეთ ატრია ძმრით, ზეითუნის ზეთით, წიწაკით, პილპილით და მარილით.
  4. გადაანაწილეთ ულუფებად და მოაყარეთ ქუნჯუთი. მორთეთ დაჭრილი ლაიმით.

გემრიელად მიირთვით!