შოკოლადის ტორტის რეცეპტი ნიგვზითა და ჩირით, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

1191

თუ გსურთ გემრიელი დესერტით დატკბეთ ან დღესასწაულზე ტკბილეული მოამზადოთ, ჩვენ გთავაზობთ შოკოლადის ტორტის რეცეპტს საშინაო პირობებში. ეს უგემრიელესი დესერტი აუცილებლად გაახარებს თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

შოკოლადის ტორტი ნიგვზით

თუ ტორტის ბისკვიტისა და ფენების ცხობა მოგბეზრდათ, სცადეთ მოამზადოთ შოკოლადის ტორტი კაკლითა და ჩირით. ამისთვის ცომის მომზადება არ გჭირდებათ. არაჟნიანი ფხვიერი ნამცხვარი არაფრით ჩამოუვარდება კლასიკურ შოკოლადის ტორტს ალუბლით.

მიუხედავად იმისა, რომ ტორტის მოსამზადებლად საკმაოდ ბევრი ინგრედიენტია საჭირო, იგი ძალიან მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები ფუძესთვის

  • 250 გრ ვანილიანი “სუხარი”
  • 50 გრ გარგარის ჩირი
  • 50 გრ ქლიავი
  • 50 გრ ბერძნული კაკალი
  • 60 გრ შავი შოკოლადი
  • 50 გრ კარაქი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 350 გრ ხაჭო
  • 250 გრ არაჟანი
  • 70 გრ შაქარი
  • 5 გრ ვანილი
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 20 გრ კარაქი
  • 50 გრ შავი შოკოლადი
  • 2 ს.კ. რძე

მომზადების წესი

1. გემრიელი ფუძის მოსამზადებლად დააბლენდერეთ სუხარი, ჩირი და კაკალი. სანამ კაკალს დააბლენდერებდეთ, უმჯობესია იგი 2 წუთის განმავლობაში ტაფაზე შეწვათ.

2. წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად.

3. მოამზადეთ კრემი: შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი და ხაჭო. სასურველია არაჟანი იყოს 20%-იანი.

4. ცალკე ჭურჭელში ჟელატინს დაასხით 3 ს.კ. წყალი და დაელოდეთ, სანამ გაღვივდება. შემდეგ წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ ჟელატინი.

5. არაჟნის კრემი ათქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში, თანდათან ჟელატინი დაუმატეთ.

6. საცხობი ფორმის კიდეებს საკვები ცელოფანი გააკარით.

7. საცხობ ფორმაში სუხარის, ჩირისა და ნიგვზის ნამცეცებისგან პირველი ფენა დაამზადეთ და კოვზით მთელ სივრცეზე თანაბრად გადაანაწილეთ. შემდეგ კრემი წაუსვით. ფენები ისეთი მონაცვლეობით გაანაწილეთ, რომ ბოლო ფენა სუხარის და ნიგვზის ნამცეცები იყოს.

8. ფრთხილად გაახვიეთ ნამცხვარი საკვებ ცელოფანში და მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ.

9. მოამზადეთ მინანქარი. შოკოლადი შეურიეთ რძეს და კარაქს და წყლის ორთქლზე გაადნეთ. გამოდგით ტორტი მაცივრიდან და ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი.

10. ტორტი საცხობი ფორმიდან ბრტყელ თეფშზე გადაიტანეთ, საკვები ცელოფანი მოაშორეთ და ჩაი ან ყავა მოიდუღეთ.

ყველაზე უბრალო შოკოლადის ტორტსაც კი შეუძლია სტუმრებისგან დადებითი შთაბეჭდილებების მიღება, მთავარია იგი სიყვარულით მოამზადოთ. ეს რეცეპტი იდეალურია მათთვისაც, ვისაც გამოცხობა არ ეხერხება.