რატომ უნდა გატენოთ ხახვი წვნიანი ფარშით

603

რეცეპტი, რომელიც თქვენთვის მოვამზადეთ, ალბათ, არსად არ გინახავთ. გთავაზობთ კერძს, რომელიც მეგობრებთან ბუნებაში თავშეყრისთვის იდეალურად გამოგადგებათ. კერძი თქვენს გულს დაიპყრობს!

ხახვი-ხორცის ბურთები სოკოთი, ხახვით, ოხრახუშით და ფარშით გავსებული ბარბექიუს სოუსს იდეალურად უხდება. მეგობრებისთვის ამ კერძის მომზადება სცადეთ და ისინი რეცეპტის გაზიარებას მოგთხოვენ!

ხახვი-ხორცის ბურთები

ინგრედიენტები:

  • 2 ხახვი
  • 0,5 კგ ძროხის ფარში
  • 1 შეფუთვა ბეკონი
  • ¼ ფინჯანი კუბებად დაჭრილი ხახვი
  • ¼ ფინჯანი დაჭრილი ოხრახუში
  • ¼ ფინჯანი დაჭრილი სოკო
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ სუნელებიანი კეტჩუპი
  • 1 ჩ/კ სოიოს სოუსი
  • 1 ჩ/კ სოუსი „ვუსტერშირი“ (თუ გაქვთ)
  • ¼ ფინჯანი საფანელი
  • 1 ბოთლი ბარბექიუს სოუსი


მომზადება:

1. ქვანახშირი მოამზადეთ და ღუმელი 220 გრადუსამდე გააცხელეთ.

2. გასუფთავებულ ხახვს ზედა და ქვედა ნაწილი მოაჭერით. შემდეგ შუაზე გაჭერით და ფენები დაშალეთ. ყველაზე დიდი ფენები მომავალი ბურთისთვის შეინახეთ. რაც დარჩება, კუბებად დაჭერით.

3. ძროხის ფარში და კუბებად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, სოკო, შაქარი, სანელებლები და საფანელი დიდ თასში აურიეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.

4. მიღებული ფარშის ნარევიდან გუფთები გააკეთეთ ისე, რომ ხახვის ნახევრებს ერგებოდეს და ბურთები გააკეთეთ.

5. ამის შემდეგ 3 ზოლ ბეკონში შეახვიეთ. ბეკონები კბილის ჩხირებით დაამაგრეთ, რომ მომზადების დროს არ დაიშალოს.

6. კერძი 220 გრადუსზე 40 წუთით აცხვეთ. შემდეგ ბარბექიუს სოუსი მოასხით და კიდევ 5 წუთით აცხვეთ.

ხახვი-ხორცის ბურთის რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ. გემრიელი კერძის მომზადება იჩქარეთ!