შინ მომზადებული მაიონეზი ლიმონით: 2 გონივრული რეცეპტი

128

მაიონეზს ლიმონით, უფრო ზუსტად ლიმონის წვენით, რამდენიმე წუთში ვამზადებ. ძალიან გემრიელი, არომატული, სქელი, სასიამოვნო კრემისებრი ტექსტურით და მბზინავი ზედაპირით გამოდის. რაც მთავარია, მაღაზიაში ნაყიდ მაიონეზთან შედარებით უვნებელია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მაიონეზის 2 სწრაფ რეცეპტს. მარტივი და საოცარია!

მაიონეზი ლიმონით

ინგრედიენტები:

  • 250 მლ მზესუმზირის ზეთი (უსუნო)
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

1. კვერცხი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს. კვერცხი ფრთხილად გატეხეთ ისე, რომ გულები არ დააზიანოთ.

2. ბლენდერი კვერცხის გულებს დაადეთ და 1–2 წუთით ტურბო რეჟიმზე დააბლენდერეთ. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და კვლავ რამდენიმე წუთით ათქვიფეთ.

3. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბლენდერის მოძრაობა საჭირო არაა. ოდნავ შეგიძლიათ ასწიოთ, როცა მაიონეზი გამოჩენას დაიწყებს. ეს მთავარი შეცდომაა, რატომაც სახლში მაიონეზი არ გამოსდით.

4. თუ პროვანსული გსურთ, 1 ჩ/კ მდოგვი დაუმატეთ. ტარტარისთვის ნიორი და წვრილად დაჭრილი მარილიანი კიტრი დაუმატეთ. გემრიელად მიირთვით.

ვეგანური მაიონეზი ლიმონით

ინგრედიენტები:

  • 300 მლ მცენარეული ზეთი (უსუნო)
  • 100 მლ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ თეთრი ძმარი

მომზადების წესი:

1. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ქილაში რძე და ზეთი ჩაასხით და ხელის ბლენდერით გასქელებამდე ათქვიფეთ (არ ამოწიოთ).

2. ახლა დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და ისევ დააბლენდერეთ. სურვილის შემთხვევაში, საყვარელი სანელებლები ან მწვანილები დაუმატეთ.

3. ესეც ასე, ვეგანური მაიონეზი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

შინ მომზადებული მაიონეზი ლიმონით თითქმის ნებისმიერ კერძს უხდება. სხვათა შორის, ამ რეცეპტებს წვეთი სოიოს სოუსი დაუმატეთ. მენდეთ, სასწაულის მოხდენა შეუძლია!

ყურადღება მიაქციეთ, რომ შინაურული მაიონეზი მაცივარში, ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში მხოლოდ 4-5 დღე ინახება და არა 2 თვე, როგორც მაღაზიის კონსერვატებით სავსე მაიონეზი.