ჩეჩნური გალუშკები: აი, როგორ მოვამზადოთ ტრადიციული ჯიჯიგ–გალნაში ცხვრის ხორცით

1078

ჯიჯიგ–გალნაში ნოყიერი და გემრიელი ჩეჩნური კერძია. ადრე ამ კერძს ქალები იმისთვის ამზადებდნენ, რომ კაცებს საკვების ერთი მიღებით კალორიების დღიური ნორმა მიეღო და სამუშაო ძალები არ დაეკარგა. კერძი ნამდვილად ძალიან კალორიულია. თუ სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევთ, დიდი სიფრთხილით მიიღეთ. რა თქმა უნდა, კერძი ყოველდღე მისართმევი არაა, მაგრამ ექსპერიმენტის სახით შეგიძლიათ მოამზადოთ.

„გასტრონომია“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გალუშკები ჩეჩნურად ცხვრის ხორცით და ტრადიციული სოუსით. ჩაიწერეთ რეცეპტი!

ჯიჯიგ–გალნაში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ცხვრის ხორცი
  • 250 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 100 მლ წყალი ცომისთვის
  • 1 თავი ნიორი
  • 3 ტოტი ქინძი
  • 3 ტოტი რეჰანი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. არომატული ბულიონის მომზადებით დაიწყეთ. ხახვი გაასუფთავეთ, სტაფილო პატარა ნაჭრებად დაჭერით. ქვაბში ხორცი და დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ, წყალი ბოლომდე დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, მუდმივად ქაფი მოხადეთ. ცხვრის ხორცი კარგად უნდა მოიხარშოს, როგორც ლაბას შემთხვევაში, რომ ძვლიდან მისი მოშორება გაგიადვილდეთ. ბოლოს ბულიონს მარილი და წიწაკა დაუმატეთ.

2. სანამ ხორცი იხარშება, გალუშკები მოამზადეთ. ეს ისეთი ცომის გუფთა არაა, როგორსაც მიჩვეული ვართ. ჭურჭელში წყალი ჩაასხით, კვერცხი და მარილი დაუმატეთ, ჩანგლით ცოტა ათქვიფეთ. ცოტ–ცოტა ფქვილი დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ.

3. ცომი თხელ ფირფიტებად გააბრტყელეთ და ზოლებად დაჭერით, ხოლო ისინი ისე დაჭერით, რომ ერთნაირი სიგრძის იყოს. თითოეულს ოდნავ დააჭირეთ, შემდეგ გაწელეთ, რომ ცომის გუფთებს ფორმა მისცეთ. სუფრაზე დატოვეთ, რომ გამოშრეს.

4. ახლა ხორცი ბულიონიდან ამოიღეთ და გააგრილეთ. სითხე გადაწურეთ და 1/3 ნაწილი ცალკე თასში სოუსისთვის ჩაასხით. სოუსის მოსამზადებლად ბულიონს დაქუცმაცებული ნიორი, წიწაკა და მარილი დაუმატეთ. სოუსი მზადაა!

5. გალუშკები გაგრილებულ ბულიონში მოხარშეთ. როცა ამოიწევა, კიდევ 2-3 წუთით ადუღება აცადეთ, შემდეგ საწურზე გადაიტანეთ. ახლა შეგიძლიათ კერძი სუფრაზე გაიტანოთ. დიდ თეფშზე გალუშკები მოათავსეთ, ზემოდან კი – ხორცის ნაჭრები. დაჭრილი მწვანილით მორთეთ. პატარა ჭურჭელში სოუსი ჩაასხით. ახლა ყველაფერი მზადაა, შეგიძლიათ ჭამას შეუდგეთ!

ამ ვიდეოს დახმარებით ჩეჩნურ გალუშკებს იდეალურად მოამზადებთ.

აი, ასეთი უჩვეულო კერძი. ჩეჩნები ჯიჯიგ–გალნაშზე ამბობენ: „სამისთვის მოვამზადე, ოთხი დანაყრდა“. ნამდვილად, კერძი ძალიან ნოყიერია, მისი დახმარებით მთელ ოჯახს დაანაყრებთ. ექსპერიმენტის მოყვარულებისთვის ეს კერძი იდეალური იქნება!