სახლში მომზადებული ტორტი ტვიქსი: ცდუნებას ვერავინ გაუძლებს!

1919

ფხვიერი ცომისგან უამრავი დესერტის მომზადება შეგიძლიათ.

დღეს მათგან ყველაზე გამორჩეულ ტორტს მოვამზადებთ!

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 150გ ფქვილი (უმაღლესი ხარისხი)
  • 150გ კარაქი
  • 50გ შაქარი

კარამელის ფენისთვის

  • 115გ კარაქი
  • 100გ შაქარი (ყავისფერი)
  • 150გ შედედებული რძე
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი

შოკოლადის ფენისთვის

  • 200გ შოკოლადი (რძიანი)

მოზმადება

  1. ღუმელი გაახურეთ 175 გრადუსზე და გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით.
  2. ჯამში მოათავსეთ შაქარი, ფქვილი და კუბიკებად დაჭრილი ცივი კარაქი.
  3. ხელით მოზილეთ ცომი.
  4. მზა ცომი მოათავსრთ ფორმაზე.
  5. თანაბრად გადაანაწილეთ და გამოაცხეთ 20 წუთი. გააგრილეთ.
  6. ჯამში მოათავსეთ შედედებული რძე, შაქარი, კარაქი და თაფლი.
  7. ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ.
  8. კარამელი ხარშეთ 5 წუთი, განწყვეტივ ურიეთ.
  9. დაუწიეთ ცეცხლს და დაელოდეთ 3 წუთი. გააგრილეთ კარამელი ოთახის ტემპერატურამდე.
  10. პროცესის დასაჩქარებლად, კარამელიანი ჯამი მოათავსეთ ცივ წყალში (არ შეწყვიტოთ მორევა).
  11. მზა კარამელი მოასხით ბისკვიტს.
  12. კარამელი თანაბრად გადაანაწილეთ და მოათვსეთ მაცივარში.
  13. ჯამში მოათავსეთ შოკოლადი.
  14. ჯამი მოათავსეთ ცეცხლზე.
  15. მზა შოკოლადი მოასხით კარამელს და მოათავსეთ მაცივარსი მინიმუმ 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!