ბლინები ხაჭოს უნაზესი გულსართით – განუმეორებელია!

695

ბლინები იდეალურია ვახმისთვისაც! დღეს გთავაზობთ ძალიან საინტერესო რეცეპტს ხაჭოსგან,ფქვილისგან, ბლინებისგან და უნაზესი იოგურტის სოუსისგან. შეუდარებელი კერძი გამოდის!

ნაზი ცომი და შეუდარებელი გემო გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ ქრსპერიმენტები. შეგიძლიათ დაუმატოთ ჩირი ან ქიშმიში. მე ხაჭოს დუეტი ყაყაჩოსთან ძალიან მომწონს.

ინგრედიენტები

ბლინებისთვის

  • 500მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 200გ ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქიან მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

გულსართისთვის

  • 500გ ხაჭო
  • კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 100გ გამომშრალი გარგარი
  • 100გ ქიშმიში

სოუსისთვის

  • 500გ ცხიმიანი არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 20გ ვანილი
  • ნახევარი ფორთოხლის ცედრა

მომზადება

1.საჭიროა ყველა ინგრედიენტი იყოს ოთახის ტემპერატურის. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, მოურიეთ. დაუმატეთ 150გ რძე და ათქვიფეთ მიქსერით. ნელ-ენლა დაუმატეთ რძე და ზეთი, ცომმა უნდა მიიღოს არაჟნის კონსესტენცია. შეწვით ბლინები ტაფაზე ორივე მხრიდან.

2.გულსართი კიდევ უფრო მარტივი მოსამზადებელია: ღრმა ჯამში ხაჭოს დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. გარგარი და ქიშმიში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გემოვნებით. ჩანგლით ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თითოეულ ბლინში გაახვიეთ 2 სუფრის კოვზი გულსართი კონვერტისებურად.

3.არაჟნის სოუსიც ძალიან მარტივად მზადდება. ქვაბში ჩაასხით არაჟანი და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მოურიეთ. ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და აქტიურად ურიეთ. მასა ადუღებისთანავე მზად არის.

4.ღრმა ქვაბში მოათავსეთ ბლინები, დაასხით არაჟნის სოუსი და 7 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. სოუსის შესქელებისთანავე გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.

თქვენ გამოგივათ ძალიან არომატული კერძი. ბლინები იმდენად ნაზია, რომ პირში ლღვება. ხაჭოს გულსართი ამ კერძის მთავარი ხასიათია.

გემრიელად მიირთვით!