შვრიის ორცხობილა შოკოლადით და შედედებული რძით ცხობის გარეშე

627

შვრიის ფანდელით ნატურალური საუზმის და ამავენაერი დესერტის მომზდებაც შეიძლება ძალიან მარტივად.

პირველ რიგში მოვხალე შვრია. ეს მის არომატებს მთლიანად გახსნის. დავუმატე შედედებული რძე და გადავანაწილე ფორმებში.პრინციპში ორცხობილის მირთმევა უკვე შეიძლება, მაგრამ მე გადავწყვიტე მისი გაფორმება შოკოლადით. რაც მთავარია ღუმელი ამ საქმეში არ დაგვჭირდება.

ინგრედიენტები

  • შვრიის ფანტელი 230გ
  • შედედებული რძე 200გ
  • შავი შოკოლადი 90გ
  • კარაქი 30გ

მომზადება

1.გააცხელეთ ცარიელი ტაფა და მოხალეთ 5-7 წუთი შვრიის ფანტელი.

2.გადმოიტანეთ ტაფა ცეცხლიდან, დაუმატეთ შედედებული რძე. კარგად მოურიეთ.

3.სილიკონის ფორმებს წაუსვით ცხიმი და გადაანაწილეთ ცომი.

4.დანის წვერით ამოიღეთ დესერტი, რათა არ დაიშალოს.

5.გაალღვეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და მოასხით გამომცხვარ დესერტს. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!