შემწვარი საფუარიანი ფუნთუშები გაყინული ცომისგან

778

ამ ფუნთუშების ცომი უმარტივესი მოსამზადებელია, რის გამოც მე მას ძალიან ხშირად ვაცხობ.

ინგრედიენტები

  • წყალი 250მლ
  • საფუარი 5გ
  • შაქარი 20გ
  • მზესუმზირის ზეთი 35მლ
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • კარტოფილი 800გ
  • ხახვი 150გ
  • შავი წიალა და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.გასუფთავეთ და მოხარშეთ კარტოფილი, გადაასხით წყალი. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით 20მლ ზეთში, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ. დაელოდეთ შიგთავსის გაგრილებას.

2.გააცხელეთ წყალი, მასში გახსენით საფუარი და შაქარი. დაუმატეთ 5გ მარილი და 15მლ ზეთი, მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი.

3.ღრმა ჯამში ჩაასხით ცივი წყალი ყინულით. ცომი მოათავსეთ პაკეტში და ჩადეთ წყალში. ცმი დატოვეთ წყალში 20 წუთი.

4.მაგიდას წაუსვით ზეთი, მასზე მოათავსეთ ცომი და გაყავით 20 ნაწილად. ამოჭერით ფორმები და შუაგულში მოათავსეთ შიგთავსი.

5.გააცხელეთ ტაფა ზეთით. შეწვით ფუნთუშები.

გემრიელად მიირთვით!