ნორვეგიური სუპი, რომელიც ჩემი აღმოჩენაა

769

როგორ უნდა მოვამზადოთ თევზის სუპი ბოსტნეულით ნორვეგიულ სტილში? ამ კითხვეაზე პასუხს ჩვენს სტატიაში იპოვით. მზადდება ძალიან მარტივად, სწრაფად. გემოს გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ!

ინგრედიენტები

  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2-3 კბილი ნიორი
  • ოხრახუში
  • 2 სუფრისკოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 4-5 კარტოფილი
  • 1 პომიდორი
  • 2ლ ცხელი წყალი
  • 500გ ტრესკის ფილე
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • კამა
  • 0,5 ჭიქა ნაღები
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით და გაასუფთავეთ ხახვი. სტაფილოც გაასუფთავეთ და გახეხეთ. ოხრახუშის ძირი გრძელ, წვრილ ზოლებად დაჭერით. კუბიკებად დააქუცმაცეთ ბულგარული წიწაკა. ნიორი წვრილად დაჭერით.

2.ქვაბი მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, ჩაასხით მცენარეული ზეთი და დაუმატეთ კარაქი. მოაყარეთ ხახვი, მოთუშეთ რამდენიმე წამი, დაუმატეთ სტაფილო, ოხრახუში, წიწაკა და ნიორი.

დაუმატეთ მარილი და შავი წიწაკა.მოთუშეთ ბოსტნეული 2-3 წუთი.

3.ბოსტნეულს დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი. პომიდვრის პასტით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პომიდორი. კარტოფილიც დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ ბოსტნეულს.

ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, დაფნა. მოხარშეთ, არ დააფაროთ თავსაფარი.

4.თევზის ფილე დაჭერით. დააქუცმაცეთ კამა.

ბულიონის წამოდუღების შემდეგ, მოათავსეთ ქვაბში თევზი. მოხარშეთ 5-7 წუთი. მოასხით ნაღები და მოაყარეთ მწვანილი.

5.მზა სუპი დაასხვენეთ 10 წუთი. ამ კერძს ძალიან უხდება ხრაშუნა ორცხობილები.

გემრიელად მიირთვით!