შვრიის ფანტელის სამარხვო კექსები

621

სახლში მომზადებული კექსები – პირველი დესერტია რისი მომზადებაც ვისწვლე. ამ რეცეპტმა ბევრი დიასახლისის ხელში გაიარა და შესაბამისად ბევრჯერაც შეიცვალა. დღეს მის საუკეთესო ვარიანტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • შვრიის ფანტელი 0,25 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 0,75 ჭიქა
  • ყავისფერი შაქარი 0,5 ჭიქა
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ნიგოზი 2 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩასი კოვზი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ მშრალი მასა. ამისათვის დაფხვენით შვრიის ფანტელი ბლენდერში. დაუმატეთ ხორბლის ფქვილი.

2.მოაყარეთ შაქარი. უმჯობესია გამოიყენოთ ყავისფერი შაქარი.

3.დაუმატეთ 100მლ ფორთოხლის წვენი, ნიგოზი, ზეთი და გამაფხვიერებელი. ცომი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4.სილიკონის ფორმები ამოავსეთ ცომით. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!