ფიჭვის გირჩისგან დამზადებული გემრიელი და სასარგებლო მურაბის რეცეპტი

2242

ბებიამ მასწვლა, რომ ეს სასარგებლო გემრიელობა აუცილებლად უნდა მიირთვა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, ბავშვებმა-1 ჩაის კოვზი, ზრდასრულებმა კი 1-სუფრის კოვზი. სწორედ ამიტომ ადვმყოფობ ძალინ იშვითად და ყოველ წელს ვამზდებ გირჩის მურაბას.

მურაბა ფიჭვის გირჩებისგნ

დღეს გასწავლით, როგორ მოამზადოთ შესანიშნავი, ვიტამინებით აღსავსე მურაბა ფიჭვის გირჩებისგან. იგი ამაღლებს იმუნიტეტს და ეხმარება ორგანიზმს დაავადებებისგან სწრაფად განკურნებაში.

პროფილაქტიკური მიზნით, გირჩის მურაბა ზრდასრულებმა უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, 1 სუფრის კოვზი, ხოლო ბავშვებმა-1 ჩაის კოვზი, ჭამამდე 20 წუთით ადრე, ავადმყოფობის დროს-1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, სანამ საბოლოოდ გამოჯანმრთელდები.

ფიჭვის მურაბა საზიანოა მათთვის, ვინც თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების მატარებელია. მისი მიღება არ არის ნებადართული ორსულებისა და 6 წლამდე ბავშვებისთვის.

ფიჭვის გირჩები უნდა მოაგროვოთ 20 მარტიდან 21 ივნისამდე, საუკეთესო დრო-მაისის დასაწყისია.

გირჩები უნდა დაამუშაოთ მოგროვებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გაშავდება და გაფუჭდება.

სანამ გირჩებს მოამზადებთ, კარგად გარეცხეთ, რათა გაიწმინდოს მტვრისგან და სიბინძურისგან. ადუღეთ მურაბა დაბალ ტემპერატურაზე (80-90 გრადუსზე). 2 კგ გირჩისგან მზადდება 1,5 ლ მურაბა.

ინგრედიენტები

  • 80 ც გირჩი (დაახლოებით 800 გრ)
  • 1,5-2 ლიტრი წყალი
  • 1-1,5 კგ შაქარი

მომზადების წესი

1. გარეცხილი გირჩები დაფარეთ წყლით. ადუღეთ გირჩები 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააჩერეთ 10-12 საათი.

2. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ 3 ფენა მარლით, გირჩები კი არ გადაყაროთ.

3. 1 ჭიქა წვენზე აიღეთ 1 ჭიქა შაქარი. ადუღეთ სიროფი დაბალ ცეცხლზე, ნახევარი საათის განმავლობაში.

4. მზადყოფნამდე 20 წუთით ადრე დაუმატეთ მურაბას გირჩები. დაახლოებით 8-12 ცალი ნახევარ ლიტრიან ქილაში.

5. მზა მურაბა ჩაასხით მშრალ, სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.

6. ფიჭვის გირჩისგან მომზადებულ მურაბას დაახლოებით თაფლის გემო აქვს.

თუ დრო არ გაქვთ იმისთვის, რომ მოადუღოთ გირჩის მურაბა, გაჭერით გირჩი შუაზე და დაასხით თაფლი. უკეთესი იქნება, თუ თაფლი აკაციის, ან ცაცხვის იქნება. ქილა დადეთ ფანჯრის რაფაზე, მაგრამ არა პირდპირ მზის ქვეშ. ყოველდღე დაუმატეთ სიროფი და მურაბა მზად იქნება 2-3 თვეში.

შემდეგ სითხე გაწურეთ საწურის მეშვეობით, ხოლო გირჩები-გადაყარეთ. მიღებული სიროფი შეინახეთ მაცივარში და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზით.