შემწვარი ბოსტნეული მუხუდოთი, მისი დამზადება შეგიძლიათ იმ ბოსტნეულით რაც ხელთ გაქვთ

1809

სალათა ძალიან ლამაზია და ისეთივე გემო აქვს, როგორც გამოიყურება. შეგიძლიათ იმ ბოსტნეულით დაამზადოთ, რაც ხელთ მოგეპოვებათ. ბადრიჯანი და ტკბილი კარტოფილი მას ბევრად გემრიელს ხდის. განსაკუთრებულ გემოს მატებს ბერძნული ყველი – ფეტა. ამ ყველმა საქართველოშიც კი დიდი პოპულარულობა ჰპოვა.

ყველი ფეტა – მზადდება ცხვრისა და თხის შერეული რძისგან. გამოიყენება ბერძნულ კულინარიაში.

სალათისთვის დაგვჭირდება:

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი წითელი ხახვი
  • 2 ყაბაყი
  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 500 გრამი პამიდორი ჩერი
  • მარილი და შავი პილპილი
  • 90 მლ (6 ს.კ) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ ოხრახუში
  • 400 გრამი (2 ქილა) მუხუდოს მარცვლები
  • 150 გრამი ყველი ფეტა

მომზადების წესი:

  1. ელექტრო ღუმელი წინასწარ გაახურეთ 220 გრადუსზე.
  2. ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, თხლად დაჭრილი ყაბაყი, წითელი ბულგარული წიწაკა და ორად გაჭრილი პამიდორი მოზრდილ ტაფაში მოათავსეთ, შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქვილი პილპილით. მოასხით 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ტაფა კარგად შეანჯღრიეთ. შეწვით 30 წუთი, ურიეთ, ვიდრე ბოსტნეული დარბილდება და შეიფერება.
  3. მომცრო ჯამში ლიმონის წვენი და დარჩენილი ზეითუნის ზეთი შეურიეთ, მარილითა და პილპილით შეაზავეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
  4. როცა ბოსტნეული მზად იქნება, გააგრილეთ და გადაიტანეთ ჯამში, რომელშიც მუხუდო და დაფშვნილი ყველია.
  5. მოასხით სოუსი, მსუბუქად შეანჯღრიეთ და სალათა სუფრაზე მიიტანეთ.

აი, ასე მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ განსხვავებული საუზმე მთელი ოჯახისთვის.

გაუზიარეთ ეს სასიამოვნო  ინფრომაცია თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს!  ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს რეცეპტი მათაც დააინტერესებთ!

გემრიელად მიირთვით!