ქათამი ქილაში ბოსტნეულთან ერთად

456

მულტისახარში – ძალიან კარგი იდეაა! მოათავსეთ პროდუქტება, დელოდებით და მზად არის. ამ მომწყობილობის არქონის შემთხვევაშიც შეიძლება გამოსავალის მოძებნა. მულტისახარშის ჩანაცვლება შუშის ქილითაც შეიძლება.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 1,3კგ
  • მარილი 3 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • ქათმის სანელებლები 1 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი 7 კბილი
  • ხახვი 200გ
  • სტაფილო 200გ
  • კარტოფილი 700გ

მომზადება

  1. ხორცს მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ნიორი, პაპრიკა და სანელებლები.
  2. ნახევარი ბარკლები მოათავსეთ ქილაში, მოაყარეთ ხახვი, სტაფილო, კარტოფილი და ისევ ერთი ფენა ხახვი. კარგად დატკეპნეთ, ზემოდან დარჩენილი ქათამი გადაანაწილეთ.
  3. დააფარეთ ქილას ფოლგა, დაჩხვლიტეთ ხის წკირით.
  4. მოათავსეთ ღუმელში 1,5 საათი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!