“შაქრიანი” პომიდორი 800 გრამიან ან ლიტრიან ქილებში ზამთრისთვის შესანახად

764

პომიდვრის მწნილი ბევრი არასდროსაა. ყველაზე გემრიელია პატარა პომიდორი, რომელიც თითქმის ერთი ჩაკბეჩაა! დამარილებული და დამარინადებული პომიდორი კიდევ უფრო მდიდრულია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ პომიდვრის კონსერვის რეცეპტს ზამთრისთვის შესანახად.

ინგრედიენტები:

800 გრამიანი 6 ქილისთვის:

  • 2,5-3 კგ საშუალო ზომის მწიფე პომიდორი (ჩერი არა, სჯობს ნაღები)
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 6 კბილი ნიორი
  • 2 ღერო ცხარე ჩილის წიწაკა
  • კამის ქოლგა
  • კამის თესლი
  • მდოგვის თესლი
  • შავი წიწაკის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი

მარინადის ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ მარილი (ჩვეულებრივი ქვის მარილი, იოდიზირებული არა)
  • 3 ს/კ ვაშლის ძმარი

მომზადების წესი:

1. პომიდორი კარგად გარეცხეთ, კბილის ჩხირით ყუნწის მიდამოში დაჩხვლიტეთ, რომ არ დასკდეს. სტერილურ მშრალ, ცხელ ქილაში ჩააწყვეთ.

2. თითოეულ ქილას 1 კბილი ნიორი, კამის ქოლგა, ცხარე წიწაკის ნაჭერი და რამდენიმე ხახვის რგოლი დაუმატეთ.

3. აქვე დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, 0,5 ჩ/კ მდოგვის მარცვლები და 4-5 შავი წიწაკის მარცვალი.

4. წყალი აადუღეთ და პომიდორს ცხელი წყალი დაასხთ. ხუფი დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ. წყალი გადაასხით და სუფთა, მდუღარე წყალი ხელმეორედ დაასხით.

5. მარინადის მოსამზადებლად წყალი, რომელიც პირველად გადაასხით, გაზომეთ. 1 ლ წყალს რამდენიმე კოვზი შაქარი და მარილი დაუმატეთ. აადუღეთ და ძმარი დაუმატეთ.

6. ცხელი მარინადი პომიდორს ქილებში ჩაასხით, ანადუღარი ხუფებით მოხუფეთ. გადააბრუნეთ და თბილ გადასაფარებელში შეფუთეთ.

7.გაგრილების შემდეგ შეინახეთ.

შეუდარებელი წასახემსებელი მზადაა!