გუფთის სუპი ბრინჯით და კვერცხით – სასარგებლო წვნიანი მთელი ოჯახისთვის

4306

წვნიანი ძალიან სასარგებლო და აუცილებელი კერძია ჩვენი ორგანიზმისთვის. მოამზადეთ წვნიანი გუფთით, საკმაოდ ნოყიერი და მადისაღმძვრელი კერძი.

ინგრედიენტები:

  • ცხვრის ხორცი – 1200 გრამი
  • დუმა ან ერბო – 60 გრამი
  • ხახვი – 3-4 თავი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • ბრინჯი – 100 გრამი
  • მიხაკ-დარიჩინი, შავი პილპილი და მარილი – გემოვნების მიხედვით
  • მწვანილი ზედ მოსაყრელად

მომზადების წესი:

  1. 1200 გრამი ცხვრის ხორცის ძვალ-რბილობი მოვაცილოთ ერთმანეთს.
  2. ძვლებისაგან მოვხარშოთ ბულიონი.
  3. რბილი ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილ ხორცს დავუმატოთ ორი ათქვეფილი კვერცხი. შევკმაზოთ მიხაკ-დარიჩინით, შავი პილპილით და მარილით.
  4. გავაკეთოთ კაკლისოდენა გუნდები და ჩავუშვათ ბრინჯჩახარშულ ბულიონში.
  5. დავუმატოთ ცხვრის დუმაში ან ერბოში მოხრაკული ხახვი, ასეთ სუფს უხდება პამიდვრის წვენი.

სურვილისამებრ შეგიძლიათ მოხარშული კარტოფილი დაამატოთ.