ყველა, ვინც ამ უნაზეს დესერტს სინჯავს, რეცეპტს ითხოვს

680

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უნაზესს დესერტს, რომელიც ბოლო დროს ჩვენი სუფრის ხშირი სტუმარი გახდა. მისი დახასიათება შეიძლება ერთი სიტყვით „სინაზე“. ამას ამბობს ყველა, ვინც საოცარ ჩიზქეიქს სინჯავს. თუ რამდენიმე საათით საყინულეში შეინახავთ, წარმოუდგენლად გემრიელი ნაყინის ტორტი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 130 გრ ქოქოსის ფანტელები
  • 50 გრ კარაქი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 300 გრ ყველი რიკოტა
  • 60 გრ მსხალი–ანანასის ჟელეს ფხვნილი
  • 200 მლ 33%–იანი ნაღები
  • 100 მლ ცხელი წყალი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. ნებისმიერი გემოს ჟელე შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც მოგწონთ.

2. ღრმა ტაფაში ქოქოსის ფანტელები და შაქარი ჩაყარეთ, კარაქი დაუმატეთ.

3. სუსტ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ. კარაქის გადნობას დაელოდეთ. ქოქოსის ფანტელები მოყვითალო გახდება.

4. 17 სმ დიამეტრის ნახევრად გასახსნელ ფორმაში მასა მოათავსეთ. გაათანაბრეთ, ხელით ჩატკეპნეთ და მაცივარში შეინახეთ.

5. ჟელეს ფხვნილი თასში ჩაყარეთ და ცხელი წყალი დაასხით. შეფუთვაზე მითითებული წყლის რაოდენობის ნახევარი გამოიყენეთ. ჟელე ბევრ შაქარს ისედაც შეიცავს, ამიტომ შაქრის დამატება არ სჭირდება. თუ ტკბილეულის დიდი მოყვარული ხართ, თქვენი გემოვნებით დაარეგულირეთ. გაგრილება აცადეთ.

6. ყველი რიკოტა დაუმატეთ.

7. მიქსერით კომპონენტების გაერთიანებამდე ათქვიფეთ. ნაღები ცალკე მოცულობაში გაზრდამდე ათქვიფეთ და მთავარ მასას პორციებად დაუმატეთ. საშუალო სიჩქარეზე მიქსერით ათქვიფეთ.

8. მაცივრიდან ბისკვიტი გამოიღეთ, კრემის ფენა დაუმატეთ.

9. ზემოდან დარჩენილი ფანტელები მოაყარეთ. მაცივარში გასამაგრებლად და დასაფიქსერებლად 8-10 საათით გააჩერეთ.

ჩიზქეიქი მზადაა. წარმოუდგენლად ნაზი და არომატულია.

პორციებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!