ყაბაყში ვახვევ ფარშს. მთელი ზაფხული არ მბეზრდება

3321

შემწვარი ყაბაყი ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის. თუ გულსართსაც დავუმატებთ, მაშინ ორიგინალურ კერძს მივიღებთ.

ინგრედიენტები

  • 2 ყაბაყი
  • 1 ხახვი
  • 250გ ფარში
  • ნახევარი ჭიქა ბრინჯი
  • მარილი, წიწაკა, ძირა, პაპრიკა
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება

გარეცხეთ ყაბაყი, მოაჭერით ბოლოები და დაჭერით თხელ ფირფიტებად. თხელ ყაბაყს მოაყარეთ მარილი. ეს ინგრედიენტი პროდუქტს დაარბილებს, რაც გადახვევის პროცესს ძალიან გაგვიმარტივებს. დატოვეთ ყაბაყი 10 წუთი.

ამასობაში შეგვიძლია გულსართის მომზადება დავიწყოთ. მზა ფარში მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი და სანელებლები. კარგად მოურიეთ.

მოათავსეთ სამუშაო მაგიდაზე ყაბაყის ფირფიტები. დაუმატეთ ცოტა გულსართი და გადაახვიეთ რულეტისებურად. რულეტები გადაიტანეთ ღრმა ტაფაში. ცალკე ჯამში შეაერთეთ არაჟანი, წყალი და პომიდვრის პასტა. კარგად მოურიეთ და მოასხით კერძს, მოთუშეთ 40 წუთი საშუალო ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!