ღორის ხორცი, რომელიც 30 წუთში მზადდება. რეცეპტის გასაოცარი ტექნოლოგია

2844

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ღუმელში ღორის ხორცი დიდ ხანს მზადდება, თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ შესაძლებელია ისეთი გარდამავალი მომენტის დაჭერა, როცა ხორცი უკვე მზადაა, მაგრამ რეზინის მსგავსი არ ხდება. „გასტრონომიას“ რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ ამგვარად. მთავარი შტრიხი კი თაფლია, რომლის გარეშეც კერძი არასრულფასოვანი გამოვა.

აბა, შევუდგეთ საქმეს და გამოვიყენოთ ეს რეცეპტი!

ინგრედიენტები

  • 800 გრ ღორის ხორცი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • 2 ც ბეგქონდარა
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ც ლიმონი
  • 45 გრ შაქარი
  • 45 გრ მარილი

მომზადება

  1. მოამზადეთ მარილწყალი: ჰერმეტულ პარკში ან ქვაბში 1 ლიტრ წყალში გახსენით მარილი და შაქარი.
  2. გარეცხეთ ხორცი, მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი. მოათავსეთ მარილწყალში, დააფარეთ და შედგით მაცივარში 45 წუთით.
  3. გადაასხით წყალი, გააშრეთ ხორცი, მოათავსეთ საცხოფ ფორმაზე.
  4. მოამზადეთ სოუსი. წვრილად დაჭერით ნიორი, დააწურეთ ლიმონი.
  5. დაუმატეთ თაფლი, ბეგქონდარა და მდოგვი. წაუსვით ხორცს სოუსი და შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. ყოველ 6 წუთში გამოიღეთ ღმელიდან და დაასხით სოუსი, რათა ხორცი არ გამოშრეს.

ზოგს შეიძლება ხორცისა და თაფლის შეხამება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ აბა გაიხსენეთ გრილზე მომზადებული ქათმის ფრთების გემო თაფლით. თქვენმა მეგობრებმა თუ იციან ამ რეცეპტის შესახებ? აუცილებლად გაუზიარეთ!