სასარგებლო კანფეტი 3 ინგრედიენტით. მაღაზიაში ნაყიდზე უფრო გემრიელია

270

ჩემს ოჯახში ტკბილეული ყველას უყვარს. დედა ხშირად იხსენებს, როგორი გემო ჰქონდა საბჭოთა „ტრიუფელს“ და სხვა კანფეტებს. დიახ, ახლაც იყიდება, უფრო სწორად, მსგავსი, მაგრამ სხვა შემადგენლობით. ახლა მაღაზიის პროდუქტი უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

გირჩევთ, გემრიელი და სასარგებლო კანფეტები სახლის პირობებში მოამზადოთ. ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ, მათთვის, ვინც დიეტაზეა, და მათთვის, ვინც წვეულებას მართავს. კარგია, რომ კანფეტის მოსამზადებლად მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო. ასეთი ტკბილეული სასარგებლოა, ქიმიკატებს, შაქარს და სხვა დამატკბობელს არ შეიცავს. დავიწყოთ?

სასარგებლო კანფეტი 3 ინგრედიენტით: რჩევები

ორიგინალურ რეცეპტში მითითებულია მხოლოდ 3 პროდუქტი, მაგრამ სხვადასხვა შიგთავსით ექსპერიმენტები მიყვარს. ზოგჯერ მზა კანფეტი საკმაოდ მჟავე გამოდის (ეს ქლიავის სახეობაზეა დამოკიდებული) და ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს. სიტკბოსთვის წინასწარ დაორთქლილ, დაქუცმაცებულ ფინიკს ვუმატებ. ტკბილეული ქიშმიშით, გარგარის ჩირით და სხვა სახეობის კაკლით ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 150 გ ნიგოზი
  • 180 გ შავქლიავი
  • კაკაოს ფხვნილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარგად გარეცხილი შავქლიავი ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპით გაატარეთ.

2. ნიგოზი მოამზადეთ. ნაზი კონსისტენციისთვის კაკალი დაფშვენით. თუ კონტრასტული სტრუქტურა მოგწონთ, დანით დაჭერით. შავქლიავი და კაკალი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

3. თუ გსურთ, რომ კანფეტს მომჟავო გემო ჰქონდეს, ყველაფერი ისე დატოვეთ, როგორც არის. თუ ტკბილი კანფეტი გსურთ, ცოტა თაფლი დაუმატეთ.

4. 1,5 ჩაის კოვზი ნარევი ხელით დააგუნდავეთ. შემდეგ კაკაოში ან გახეხილ შოკოლადში ამოავლეთ.

ასეთი ნატურალური კანფეტი მაცივარში უნდა შეინახოთ. ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში დესერტი 4 დღე რბილი და ახალი დარჩება. თუმცა შინ მომზადებული კანფეტი იმდენად გემრიელია, რომ მაშინვე სუფრიდან ქრება.