ატმის პეროგის მარტივი რეცეპტი: რა არის ჰაეროვანი დესერტის საიდუმლო

573

არომატული ატმის პეროგი ოჯახს სასადილოში ჯადოსნურად კრებს. ყველა მოუთმენლად ელის, როდის დავჭრი პეროგს ჩაიზე მისაყოლებლად. ცომეული კეფირზე, არაჟანზე ან რძეზე შეგიძლიათ მოამზადოთ. ატამს კანის მოშორება არ სჭირდება. მწიფე ატმით უნაზეს დესერტს ვამზადებ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გაგიმხელთ, რა არის ჰაეროვანი ატმის პეროგის საიდუმლო.

ინგრედიენტები:

  • 180 გ კეფირი ან არაჟანი ან 160 გ რძე + 20 გ ლიმონის წვენი
  • 2 კვერცხი
  • 1 გ მარილი
  • 110 გ შაქარი (ან 65 გ აიღეთ)
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 25 გ მცენარეული ზეთი (ან გამდნარი კარაქი)
  • 170 გ ფქვილი
  • 6 გ გამაფხვიერებელი
  • 5-7 ახალი ატამი
  • ცოტა ხმელი ლავანდა
  • შაქარი გასაფორმებლად

მომზადების წესი:

1. გარეცხილი ატამი გაჭერით, კურკა ამოიღეთ და თითოეული ნახევარიც შუაზე გაჭერით.

2. რძის გამოყენების შემთხვევაში ლიმონის წვენი წინასწარ აურიეთ. რძე, კეფირი ან არაჟანი თასში ჩაასხით. კვერცხი, შაქარი, ცოტა მარილი, ვანილი დაუმატეთ და აურიეთ.

3. ზეთი ან გამდნარი კარაქი დაუმატეთ. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

4. 23 სმ დიამეტრის ფორმას ზეთი წაუსვით ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ცომი ჩაასხით. ცომზე ატმის ნაჭრები წრიულად დააწყვეთ. ცოტა შაქარი და ხმელი ლავანდა მოაყარეთ. ასე ცომეულს საოცარ არომატს მიანიჭებთ.

5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

6. ატმის პეროგი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ცომი 15 წუთში მზადდება, ხოლო პეროგი 40 წუთში გამოცხვება. ცომეული ატმით, ვანილით და ლავანდით სახლში საოცარ არომატს დაატრიალებს. შეაგრილეთ ან სუფრაზე თბილი გაიტანეთ. ვანილის ნაყინი იდეალურად უხდება. დროა სტუმრები მოიწვიოთ.