“ქრიზანთემა” – სალათი შებოლოლი ქათმით და სოკოთი

533

დღეს ჩვენ ვამზადებთ სალათს ქათმით და სოკოთი. ეს საახალწლო მაგიდის ფავორიტი კერძი ნამდვილად გახდება.

ფერადი სალათი “ქრიზანთემა” სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ.

ინგრედიენტები

  • შებოლილი ქათმის ფილე 250გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • დაკონსერვებული სიმინდი 150გ
  • დამწნილებული სოკო 100გ
  • ჩიფსი 50გ
  • მაიონეზი 140გ

მომზადება

1.მოხარშეთ ქათმის კვერცხი, გააგრილეთ და გაასუფთავეთ. განაცალკევეთ ცილა და გული. ქათმის ფილე დაჭერით წვრილ კუბიკებად, სოკო – გრძლად. გაწურეთ სიმინდი.

2.ააწყეთ სალათი. ოირველი ფენა – ქათმის ფილე. წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ სოკო.

3.სოკოს ზემოდან გადაანაწილეთ სიმინდის ფენა, წაუსვით მაიონეზი.

4.გახეხეთ ცილა და გული. მოაყარეთ სალათს. გააფორემთ ჩიფსით.

გემრიელად მიირთვით!