ქმარი ჭამს და ვერ ჩერდება. ყაბაყის რულეტი ყველით და სოკოთი

245

ყაბაყიდან შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც გემრიელი ბლინები და ოლადები, ასევე დიდებული მობრაწულა. ეს ყველა კერძი არაა, რომელიც ამ გემრიელი ბოსტნეულიდან შეგიძლიათ გააკეთოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ საოცარი ყაბაყის რულეტი ყველით და სოკოთი.

ამ კერძისთვის ცომი მარტივად მზადდება. სტანდარტული ინგრედიენტები, კვერცხი და ფქვილი, აურიეთ. შემდეგ გახეხილი ყაბაყი დაუმატეთ. მინიმუმი ძალისხმევით ღუმელიდან არომატულ ბისკვიტს გამოიღებთ.

როგორ მოვამზადოთ ყაბაყის რულეტი ყველით და სოკოთი

თუ სურვილი გაქვთ, ასეთი ბოსტნეულის რულეტისთვის უფრო წვნიანი შიგთავსი მოამზადეთ. ამ მიზნით გამოიყენეთ ბულგარული წიწაკა. წვრილ ზოლებად დაჭერით. წითელი ან მწვანე ტკბილი წიწაკა სოკოზე ერთ ფენად დააწყვეთ. შემდეგ ყველი მოაყარეთ. დამატებითი ინგრედიენტი კერძს უფრო წვნიანს და ლამაზს გახდის.

ინგრედიენტები:

  • 2 ყაბაყი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 20 გ კამა
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 1 ჩ/კ პროვანსული სუნელები
  • 150 გ ხმელი ყველი
  • 4 კვერცხი
  • 120 გ ხორბლის ფქვილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩ/კ ნივრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. სოკო ფირფიტებად დაჭერით. ცხელ ტაფაზე ცოტა მზესუმზირის ზეთში შეწვით. მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ქამა სოკო საშუალო ცეცხლზე სითხის აორთქლებამდე და ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

2. ყაბაყი კარგად გარეცხეთ. მსხვილად გახეხეთ. ცოტა მარილი დაუმატეთ და აურიეთ. 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ბოსტნეული ხელით გაწურეთ, წვენი მოაშორეთ.

3. კამა გარეცხეთ. წვრილად დაჭერით. მწვანილი ყაბაყს დაუმატეთ. პროვანსული სუნელები, პაპრიკა, ხმელი ნიორი და წიწაკა დაუმატეთ. კვერცხი ჩაატეხეთ. ყველა ინგრედიენტს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

4. ყაბაყის ნარევს გაცრილი ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული მასა პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ყაბაყის ნარევი ფრთხილად გადაანაწილეთ. მაქსიმუმ 7 მმ სისქის ფირფიტა უნდა გამოვიდეს.

5. გასწორებული ბოსტნეულის ფენა გვერდების გარეშე 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ. ცოტა ხნით გაგრილება აცადეთ.

6. კიდიდან ცოტა მოშორებით ყაბაყის ფირფიტაზე ქამა სოკო გადაიტანეთ, მთელ ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ.

7. მსხვილად გახეხილი ხმელი ყველი სოკოს შიგთავსს მოაყარეთ. რულეტი დაახვიეთ. ცოტა ყველი ზემოდან მოაყარეთ. რულეტი საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. 200 გრადუსზე 7-10 წუთი აცხვეთ. მზადაა!

კერძი მანამ გაჭერით, სანამ ჯერ კიდევ ცხელია. ასე თავიდან აიცილებთ უსიამოვნო მომენტს, ბისკვიტის დაფშვნას. შედეგად, მიიღებთ რულეტის ნაჭრებს, რომლებიც სადღესასწაულო სუფრაზეც თამამად შეგიძლიათ გაიტანოთ.