ქლიავის უგემრიელესი ჯემი თესლის გარეშე

1342

ზამთრისთვის ხშირად ვამზადებ ქლიავის ჯემს, სიმართლე გითხრათ მის გარეშე ზამთარი ვერ წარმომიდგენია.

ქლიავი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, მას ჩვენი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოყავს.

ქლიავს ხშირად იყენებენ კონდიტერებიც.

ინგრედიენტები

ქლიავის ჯემის მომზადება მართლაც უმარტივესია. ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ შაქარი და ქლიავი. შაქრისა და ქლიავის რაოდენობა უნდა იყოს ტოლი.

ჯემის მოსამზადებლად არ გამოდგება გადამწიფებული ხილი.

მომზადება

გარეცხეთ ქლიავი, გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი.

საშუალო ცეცხლზე მოათავსეთ შაქრის სიროპი.

შაქარი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე.

არ დაგავიწყდეთ მორევა.

მზა შაქრის სიროპი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და მოასხით ქლიავს.

დატოვეთ 3-3,5 საათი, რათა ქლიავმა გაუშვას წვენი.

ქლიავი მოათავსეთ ცეცხლზე და წამოადუღეთ.

გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ ქლიავი მთელი ღამით (არ გადმოიტანოთ გაზქურიდან).

მეორე დილას ისევ წამოადუღეთ.

წამოდუღების შემდეგ ხარშეთ 5 წუთი, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.

ეს პროცესი უნდა განახორციელოთ ორჯერ.

შემდეგ ცეცხლი დაიყვანეთ მინიმუმამდე და ხარშეთ 12-20 წუთი.

დუღილისას წარმოქმნილი ქაფი მოაშორეთ.

გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში.

გემრიელად მიირთვით!