ქილაში მომზადებული ღვიძლი – აუცილებლად სცადეთ!

380

ღვიძლის ქილაში ვაშლით და ხახვით მომზადებას, სულაც არ უნდა დიდი დრო. ამ რეცეპტის დახმარებით, საოხარი შედეგი გარანტირებულია!

ქილა ამ შემთხვევაში ასრულებს მულტისახარში ქვაბის ფუნქციას.

აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები

  • 900გ ღვიძლი
  • ხახვი
  • 2 ვაშლი
  • მარილი, წიწაკა
  • 1,5ლ შუშის ქილა

მომზადება

1.წვრილად დააუცმაცეთ ხახვი. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით.

2.აიღეთ სუფთა ქილა, ჩაყარეთ ხახვი, ზემოდან დაალაგეთ ცოტა ვაშლი.

3.გარეცხეთ ღვიძლი, გაასუფთავეთ და დაჭერით. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ. შეზავებული ღვიძლი ქილაში ჩაალაგეთ.

4.ხახვი, ვაშლი და ღვიძლი ფენებად დაალაგეთ. ბოლო ვაშლის ფენა უნდა იყოს.

5.ქილებს დააფარეთ ფოლგა.

6.ქილები მოათავსეთ ცივ ღუმელში და შემდგომ დაიწყეთ მისი გახურება 180 გრადუსამდე. წამოდუღების შემდეგ, ღუმელში გააჩერეთ 30-35 წუთი. გამორთეთ ღუმელი და დაელოდეთ 10 წუთი. ამ კერძს ძალიან უხდება ცხიმიანი არაჟანი.

გემრიელად მიირთვით!