ნაყიდ ნაყინზე უარი თქვით და მოამზადეთ ნატურალურად სუფთა პროდუქტი სახლში

538

მოვიდა ნაყინის სეზონიც ბავშვები სულმოუთმელნად ელოდებიან. მირჩევნია სახლში მომზადებული ვაჭამო ჩემს შვილებს, რადგან დავრწუმუნდე მის ნატურალურობაში. არ დაგჭირდებათ დიდი დრო და ენერგია.

ნატურალური ნაყინის ყიდვა მაღაზიებში ძალიან რთულია. სახლში მომზადება უმარტივესია, ამიტომაც აუცილებლად უნდა სცადოთ. ნაღებიც კი არ დაგვჭირდება.

ინგრედიენტები

  • 900მლ რძე
  • 6 ქათმის კვერცხი
  • 250გ შაქარს + მარილი

მომზადება

1.გააცხელეთ რძე ქვაბში.

2.სანამ რძე ცხელდება, მოვამზადეთ კვერცხი. განაცალკევეთ ცილა და გული. იმ ჭურჭელი, რომელშიც ვათავსებთ ცილას უნდა იყოს იდეალურად სუფთა და მშრალი.

3.გულს დაუმატეთ შაქარი. კარგად ათქვიფეთ. მოყარეთ ვანილი. გულის მასას დაუმატეთ ცოტა რძე და მოურიეთ.

4.მიღებულს დაასხით ცხელი რძე ნელ-ნელა. განუწყვეტლივ ურიეთ, წამოადუღეთ. ქვაბიდან მასა სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ, რათა გაცივდეს.

5.ამასობაში მოამზადეთ ცილა. ცილას მოაყარეთ მარილი და შაქარი. ათქვიფეთ.

6,ცილის მასა მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. ჯამის ძირი უნდა ეხებოდეს ცხელ წყალს. 12-15 წუთი ამ მდგომარეობაში თქვიფეთ.

7.გადმოიტანეთ ცილა ცეცხლიდან და მიქსერით ათქვიფეთ 5 წუთი. უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი კრემი. გადმოაბრუნეთ ჯამი, თუ ცილა არ გადმოიღვრება ეს იმას ნიშნავს, რომ მზად არის.

8.გაგრილებულ რძის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ცილის კრემი. მოურიეთ ნიჩბით. მიქსერის დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ რამდენიმე წუთი.

9.ჩაასხით მასა ფორმაში და შეინახეთ 3-4 საათი მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!