ქათმის მკერდი ვაშლითა და ლიმონით

783

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ქათმის მკერდი ვაშლითა და ლიმონით. კერძი ძალიან წვნიანი, არომატული და ნოყიერი გამოდის, ამავდროულად მას განსაკუთრებული გემო აქვს. გაბედეთ რაღაც ახლის მომზადება თქვენს ხელთ არსებული ყველაზე უბრალო პროდუქტებით.

ინგრედიენტები

  • 2 ც ქათმის მკერდი
  • 1 ც ლიმონი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. ქათმის საკმაზი
  • 2 ჩ.კ. მარილი
  • 3 ც ვაშლი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 0,25 ჩ.კ. თეთრი პილპილი
  • ბეგქონდარა გემოვნებით

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ქათმის მკერდი, გააშრეთ და წაუსვით 1 ჩ.კ. მარილი.

2. ფილეს გაუკეთეთ ღრმა ჭრილები 2 სმ-იანი დაშორებით.

3. დაჭერით კარაქი პატარა ნაწილებად, ნიორი-თხელ ფირფიტებად, ხოლო ლიმონი და ვაშლი-პატარა ნაჭრებად.

4. თითოეულ ჭრილში მოათავსეთ კარაქის, ნივრის, ვაშლისა და ლიმონის თითო ნაჭერი და ბეგქონდარას ღერო.

5. გადაიტანეთ მკერდი საცხობ ფორმაში, მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში.

6. შეურიეთ ერთმანეთს თაფლი, მარილი და სანელებელი. ქათმის მზა მკერდს წაუსვით სოუსი და კიდევ გამოაცხვეთ 10-15 წუთით.

ცოტაოდენი მსუბუქი სალათი, გამაგრილებელი სასმელი და ნოყიერი სადილი მზადაა. გემრიელად მიირთვით!